პენტაგონმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა
არაიდენტიფიცირებული მფრინავი ობიექტების შესახებ პენტაგონმა ახალი ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც ისეთ დეტალებს შეიცავს, როგორიც ამოუცნობი ფენომენის ზომა და ფორმაა.
"უცნობი ხომალდი საკმაოდ პატარა აღმოჩნდა, დაახლოებით ჩემოდნის ზომის და ვერცხლისფერი შეფერილობის. სამხედრო-საზღვაო ფლოტის თვითმფრინავმა მას დაახლოებით სამასი მეტრის დაშორებით ჩაუფრინა, თუმცა ობიექტის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა", — ნათქვამია მოხსენებაში, რომელიც 2014 წლის შემთხვევას აღწერს.
კიდევ ერთი მოხსენებაში კი სხვა ობიექტია განხილული, რომლის ფრთების შლილი დაახლოებით ერთ მეტრს შეადგენდა, მას რაიმე დამახასიათებელი ნიშანი არ ჰქონია და სრულიად თეთრი იყო. მისი პატარა ზომის გამო, ხომალდი არაიდენტიფიცირებულ მფრინავ ობიექტად აღიწერა. მოხსენების მიხედვით, ობიექტები, შესაძლოა, დრონები ყოფილიყვნენ, თუმცა მიმდებარედ ოპერატორები არ იმყოფებოდნენ.
გასულ თვეს კი პენტაგონმა ამოუცნობი ობიექტების შესახებ არსებული სამი ვიდეო ოფიციალურად გამოაქვეყნა.
"ღრმა განხილვის შემდეგ დეპარტამენტმა დაადგინა, რომ ამ ვიდეოების გამოქვეყნება არ ამჟღავნებს რაიმე გასაიდუმლოებულ ინფორმაციას ან სამხედრო შესაძლებლობებს და არ უშლის ხელს მომავალში მსგავსი მოვლენების გამოძიებას", — განაცხადა დეპარტამენტმა ვიდეობის გამოქვეყნებისას.
ხოლო ერთი წლის წინ, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა განაცხადა, რომ იგი პერსონალისთვის ამოუცნობ ობიექტებთან მოულოდნელი შეხვედრისთვის საჭირო დირექტივებზე მუშაობდა.
კომენტარები