მარკეტინგულმა სააგენტომ “პანდემიაგამძლე” რეივ კოსტიუმის დიზაინი შექმნა
ლოს-ანჯელესში დაფუძნებულმა სტუდია Production Club-მა ფუტურისტული კოსტიუმის დიზაინი, სახელად Micrashell Futuresuit წარადგინა.
კომპანია ცნობილია სინათლის შოუების მოწყობით სეთი მუსიკოსებისთვის, როგორებიც არიან Grimes და Skrillex. ხოლო ახლა, როცა მუსიკის და პერფორმანსების ინდუსტრია პანდემიის გამო შეფერხდა, სტუდიამ ყურადღება სხვა პრობლემებს მიაპყრო.
კომპანიის მიწერ წარდგენილი მაღალტექნოლოგიური კოსტიუმის კონცეფცია მარტივია. ის ხალხს წვეულებებზე მისვლის და ცეკვის საშუალებას მისცემს ისე, რომ კორონავირუსისგან დაცულები იყვნენ.
დიზაინში გათვალისწინებულია ვიდეო კამერა, ბასების გამაძლიერებელი აუდიო სისტემა, ტელეფონის მოსათავსებელი ადგილი, ასევე, კოსტიუმში სპეციალური ბალონებიც მაგრდება, რომელიც ელექტრო სიგარეტისთვის და სასმელისთვისაა შექმნილი.
"ჩვენ გვჯერა, რომ ღონისძიებები და სოციალიზაცია ადამიანური გამოცდილებისთვის და ცხოვრების ჩამოყალიბებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლოა, კოაჩელას ფესტივალის ზომის ღონისძიებები უახლოეს მომავალში ვერ ვიხილოთ, მაგრამ ვცდილობთ ამ სიტუაციიდან ინოვაციური გამოსავალი ვიპოვოთ, რომელიც ცხოვრებას და გართობას გაადვილებს", — ამბობს სტუდიის სპეციალური პროექტების უფროსი, კორი ჯონსონი.
ამ დროისთვის, ეს კოსტუმი რეალობაში არ არსებობს და მხოლოდ დიზაინია. მაგრამ, თუ პანდემია დიდ ხანს გაგრძელდა და პრევენციული შეზღუდვებიც გახანგრძლივდა, შესაძლოა, მსგავსი რამ რეალობაში ვიხილოთ.
კომენტარები