iPay – ონლაინ ტრანზაქციების განხორციელების ყველაზე მარტივი გზა
ცალსახაა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ელექტრონული კომერცია ახლა ყველაზე აქტუალურია. ამჟამინდელი პერიოდი ონლაინ შოპინგთან ადამიანების მიდგომას სამუდამოდ შეცვლის.
კორონავირუსის გამო ონლაინ გაყიდვებმა გარკვეულ კატეგორიებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით თითქმის უპრეცედენტოდ მოიმატა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით გაიზარდა საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სურსათის შეკვეთები.
იმისათვის, რომ ონლაინ შოპინგის პროცესი მაქსიმალურად მარტივი და სასიამოვნო იყოს, აუცილებელია, რომ მომხმარებელს ინტუიტიური, მრავალფეროვანი და უსაფრთხო ონლაინ გარემო შევუქმნათ, რისი საშუალებითაც მომხმარებელი სასურველ შენაძენს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გააკეთებს.
ამ პროცესში ყველაზე საკვანძო ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ტრანზაქციის განხორციელებაა. ამის გარეშე ვერცერთი ონლაინ მაღაზია ფუნქციონირებს. მრავალფეროვანი გადახდის მეთოდების შეთავაზებისას სისტემა პირდაპირ მომხმარებელს ერგება და მას აძლევს საშუალებას, რომ არჩევანი სურვილისამებრ გააკეთოს.
რა პუნქტებს უნდა აკმაყოფილებდეს გადახდების ყველაზე მოქნილი სისტემა?
- პირველ რიგში, მომხმარებელი სირთულეების გარეშე უნდა მიხვდეს, როგორ უნდა გამოიყენოს გადახდის ონლაინ სისტემა. ამ დროს თითოეულმა პატარა დეტალმა მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე, შესაძლოა, დიდი გავლენა მოახდინოს;
- ადამიანებისთვის სისტემა უნდა იყოს სანდო და ნაცნობი;
- ტრანზაქციისას თქვენი პერსონალური მონაცემები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული;
- ის უნდა გვთავაზობდეს გადახდის განხორციელების სხვადასხვა გზას.
რა თქმა უნდა, გადახდების ონლაინ მეთოდის დანერგვა მარტივი უნდა იყოს მაღაზიებისა და სხვადასხვა მცირე ბიზნესისთვისაც.
რა არის iPay?
iPay გადახდების ახალი ტექნოლოგიაა, რომელიც შეგიძლია შენს ვებგვერდზე უმარტივესად ჩააშენო. iPay საშუალებას გაძლევს, რომ გადახდები არა მხოლოდ ნებისმიერი MasterCard, Visa ან American Express ბარათით, არამედ პირდაპირ საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკის მონაცემებით განახორციელოთ.
ყველაზე კარგი ისაა, რომ iPay-თ შეგიძლია ინტერნეტში საქართველოს ბანკის განვადებით ნებისმიერი რამ შეიძინო, ასევე, უპრობლემოდ შეგიძლია გამოიყენო ბანკის ანაგრიშზე დაგროვილი Plus ქულები.
ეს ფუნქციონალი განსაკუთრებით სასარგებლოა იმ პერიოდში, როდესაც მცირე ბიზნესის ძალიან დიდი ნაწილი ონლაინ მუშაობაზე გადასვლას ცდილობს
თუ გაინტერესებს, როგორ მუშაობს iPay, მისი დემოს ნახვა საქართველოს ბანკის ვებგვერდზე, მოცემულ ბმულზე შეგიძლია.
მერჩანტად დარეგისტრირება და iPay-ს საკუთარ ვებგვერდზე ჩაშენების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებას აქ შეძლებთ.
კომენტარები