თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივი ბიზნესდაჯილდოება 2016
ფოტო: იოსებ ლალიაშვილი/on.ge
17 ნოემბერს მუზეუმ "ქარვასლაში" თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივი პროექტის, "ბიზნესდაჯილდოება 2016" ღონისძიება გაიმართა. პროექტის მიზანია ქვეყანაში ბიზნესისა და დამწყები მეწარმეების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება.
პროექტი, რომელიც 20 ივნისს დაიწყო, რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა: სასურველ ნომინაციაში განსახილველად თავდაპირველად 523 კომპანია დარეგისტრირდა; კვალიფიციური ექსპერტებისაგან შემდგარმა დამოუკიდებელმა კომისიამ განაცხადები შეისწავლა და თითოეულ ნომინაციაში 3-3 ფინალისტი გამოავლინა. გამონაკლისი იყო ნომინაცია "ხალხის რჩეული", სადაც გამარჯვებული 1-დან 17 ნოემბრის ჩათვლით ხმის მიცემით უნდა გამოვლენილიყო. ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო 24 საათში ერთხელ მხარი დაეჭირა სასურველი კომპანიისათვის.
ფოტო: იოსებ ლალიაშვილი/on.ge
ფოტო: იოსებ ლალიაშვილი/on.ge
ფოტო: იოსებ ლალიაშვილი/on.ge
თიბისი ბანკი და ჯეოსელი საკუთარი რესურსებით ეხმარებოდნენ მონაწილე კომპანიებს სხვადასხვა აქტივობის განხორციელებაში. შედეგად, სოციალური ქსელის მეშვეობით "ბიზნესდაჯილდოების" შესახებ მილიონზე მეტმა ადამიანმა შეიტყო, ხოლო ჰეშთეგი #გააზიარეწარმატება 90 000-მდე მომხმარებლის პირად გვერდზე მოხვდა. მონაწილე კომპანიების შესახებ მთელი ამ დროის განმავლობაში 200-ზე მეტი სტატია და რეპორტაჟი მომზადდა.
დამოუკიდებელმა კომისიამ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოავლინა:
წლის მცირე ბიზნესი: White Studio
ფოტო: იოსებ ლალიაშვილი/on.ge
წლის მცირე ბიზნესის ნომინაციაში სამი ფინალისტიდან გამარჯვებული "WHITE STUDIO" გახდა. კომპანია თანამედროვე ქართულ კერამიკულ ნამუშევრებს აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ აქ შეძენილი ნებისმიერი ნივთი ექსკლუზიურია და არ მეორდება. კომპანია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქართული ტრადიციული ელემენტების შერწყმას თანამედროვე ფორმასთან.
წლის ინოვაციური ბიზნესი: ბიოქიმფარმი
ფოტო: იოსებ ლალიაშვილი/on.ge
ISO სერტიფიცირებული ბიოფარმაცევტული კომპანია "ბიოქიმფარმი" წლის ონოვაციურ ბიზნესად დასახელდა. ამ ნომინაციაში გამარჯვებულ კომპანიას განსაკუთრებული პრიზი - ლისაბონში ინოვაციების სამიტზე დასწრება - გადაეცა.
წლის ტურისტული ბიზნესი: რესტორანი ბარბარესთან
რესტორანი "ბარბარესთან" წლის ტურისტული ბიზნესი გახდა. ბიზნესს დედა, მამა და მათი 10 შვილი უძღვება. რესტორანი ბარბარე ჯორჯაძის უნიკალური რეცეპტების მიხედვით ძველ ქართულ კერძებს აცოცხლებს.
წლის ქართული პროდუქტი: ბადაგი
ფოტო: იოსებ ლალიაშვილი/on.ge
კომპანია "ბადაგი", რომელიც თავიდან მხოლოდ 1 ადამიანის ჩურჩხელებს ყიდდა, ამჟამად 10 სახეობის 4000-მდე ჩურჩხელას აწარმოებს. წლის ქართული პროდუქტის ტიტულიც სწორედ ამ კომპანიას გადაეცა.
წლის აგრობიზნესი: ბი-პი-სი
ბი-პი-სის მიერ დამზადებული გემრიელი წვენები ოჯახური ბიზნესია. დღეს კომპანია, რომელიც წლის აგრობიზნესად დასახელდა, ქართული წვენების ფართო არჩევანს გვთავაზობს.
ხალხის რჩეული: კინგსი საქართველო
ფოტო: იოსებ ლალიაშვილი/on.ge
ამ ნომინაციაში მონაწილე კომპანიები ხმის მიცემის მარათონში იყვნენ ჩართულნი. ხალხის რჩეული "კინგსი საქართველო" გახდა, რომელმაც 16555 ხმა დააგროვა.
წლის ბიზნესი: ბანაკი ზეთა
ტურისტული კომპანია "ბანაკი ზეთა" წლის ბიზნესად დასახელდა. ბანაკი ყაზბეგის რაიონის სოფელ ჯუთაში, ზღვის დონიდან 2300 მეტრზე მდებარეობს. კომპანიის მიზანია მოსახლეობისაგან თითქმის დაცლილი სასაზღვრე სოფლის ტურისტულ ადგილად ქცევა.
თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივი ბიზნესდაჯილდოება მომავალ წელსაც გაიმართება და ორგანიზატორები ბევრ სიახლეს გვპირდებიან.
-
მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია
-
"ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით" — ირანის ელჩის განცხადებაზე "ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით" — ირანის ელჩის განცხადებაზე
გადახედვა
-
NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA
გადახედვა
-
ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან? ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან?
გადახედვა
-
შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა
გადახედვა
-
ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა
გადახედვა
-
ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს
გადახედვა
-
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა
გადახედვა
-
ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს
გადახედვა
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა
გადახედვა
-
ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა
გადახედვა
-
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა

კომენტარები