დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდას იწყებენ
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეტ ჰენკოკმა სამშაბათს განაცხადა, რომ ოქსფორდის უნივრესიტეტის მკვლევრების მიერ შექმნილი ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა ხუთშაბათს დაიწყება.
"ჩვეულებრივ, აქამდე მოღწევას წლები დასჭირდებოდა, მე ძალიან ვამაყობ შესრულებული სამუშაოთი", — აცხადებს ჰენკოკი.
ჰენკოკის თქმით, ის ოქსფორდის მეცნიერებისთვის 20 მლნ ფუნტ სტერლინგს გამოჰყოფს, დამამტებით 22,5 მლნ ფუნტ სტერლინგს კი ლონდონის სამეფო კოლეჯის მკვლევრებისთვის.
"დაზუსტებული არაფერია. ვაქცინის შექმნის პროცესი სწორედ ცდისა და შეცდომის მეთოდით მუშაობს", — ამბობს ის.
ჰენკოკის თქმით, მთავრობა ახლა ვაქცინის წარმოებაში ჩადებს ფულს, რათა იმ შემთხვევაში, თუ ოქსფორდის ან სამეფო კოლეჯის მკვლევრების მიერ შექმნილი ვაქცინა ეფექტიანი იქნება, სახელმწიფომ მისი სწრაფი წარმოება შეძლოს.
კომენტარები