ProductHunt: ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ციფრული სტომატოლოგი – Pearlii
სტომატოლოგიური აპლიკაცია Pearlii საშუალებას მოგცემთ პირის ღრუს სულ რაღაც 5 ფოტოთი გაიგოთ თქვენი კბილების მდგომარეობა. აპლიკაციაში თქვენ მიერ ატვირთულ ზედა, ქვედა და წინა კბილების ფოტოსურათები ხელოვნური ინტელექტის მიერ გაანალიზდება. AI ეცდება, რომ ზუსტი დიაგნოზი დაგისვათ.
სმარტფონით ჩატარებული კბილების შემოწმების შედეგების ნახვა ნებისმიერ დროსშეგეძლებათ. ფაქტობროვად, Pearlii თქვენი ციფრული სტომატოლოგია. აპლიკაციის საშუალებით პაციენტი კბილების დიაგნოსტირებისთვის აღარ დახარჯავს მისთვის ძვირფას დროს სტომატოლოგიურ კლინიკაში მიმსასვლელად.
"ჩვენ გვჯერა, რომ კბილების დიაგნოსტიკა უნდა იყოს უფასო, სწრაფი და ხელმისაწვდომი. Pearlii ხელოვნური ინტელექტის სურათის დამუშავების შესაძლებლობის გამოყენებით დაასკანირებს თქვენი კბილების ფოტოსურათს, რომელსაც პაციენტი საკუთარი სმარტფონით გადაიღებს...", — აცხადებს კაილი ტურნერი.
აპლიკაცია ამჟამად ბეტა-ტესტირების რეჟიმშია ხელმისაწვდომი და მისი გამოყენება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
კომენტარები