ფეისბუქი კორონავირუსის რეაქციის დამატებაზე მუშაობს
ფეისბუქმა 2015 წელს მოწონების (Like) ერთფეროვანი ღილაკი სხვადასხვა რეაქციის გამომხატველი სიმბოლოებით ჩაანაცვლა, რაც სოც.ქსელის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იყო.
ამჟამად კი ფეისბუქი კორონავირუსის თემატური რეაქციის დამატებას აპირებს.
ჯეინ მანჩუნ ვონგი სოც.ქსელების ახალი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის ოფიციალურ ანონსამდე გასაჯაროებითაა ცნობილი. ვონგის აღმოჩენა Mashable-სთან საუბარში ფეისბუქის წარმომადგენელმაც დაადასტურა, თუმცა უცნობი რჩება ახალი რეაქციის დამატების თარიღი.
ახალი რეაქცია იმეორებს ფეისბუქის და ინსტაგრამის ოფიციალურ სტიკერს სახელწოდებით "დარჩი სახლში", რომლითაც სოც.ქსელი მომხმარებლებს სოციალური დისტანციის დაცვისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
საინტერესოა, რაში დასჭირდა სოც.ქსელს კორონავირუსის რეაქციის დამატება? შესაძლოა ამით ადამიანები კორონავირუსით ინფიცირებულების მიმართ სოლიდარობას და თანაგრძნობას გამოხატავენ.
კომენტარები