ავსტრალიაში მხტუნავი ობობების კიდევ 7 სახეობა აღმოაჩინეს
ფარშევანგთვალა ობობოებმა ბოლო წლებში უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვეს. ეს უნიკალური ცხოველები მხოლოდ ავსტრალიაში ბინადრობენ და მიუხედავად იმისა, რომ ყველ მათგანი შხამიანია, ისინი ადამიანებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენენ.
ფარშევანგთვალა ობობები ძირითადად პატარა მწერებზე და ბუზებზე, საინტერესო მეთოდით ნადირობენ. ეს ობობა თავის მსხვერპლს (სხეულის ზომის გათვალისწინებით) ჩუმად ეპარება და თავს მოულოდნელად ესხმის.
ენტემოლოგი ჯოზეფ შუბერტი ამ არაქნიდების დიდი მოყვარულია.
"ფარშევანგთვალა ობობები პატარა, ფერადი კნუტებივით არიან", — ამბობს შუბერტი. "ისინი დაახლოებით ბრინჯის მარცვლის ზომის არიან".
აღსანიშნავია, რომ შუბერტმა, რომელსაც ერთ დროს ობობების ეშინოდა, ფარშევანგთვალა ობობის 12 ახალი სახეობა აღმოაჩინა. მათი დახასიათება კი სამეცნიერო ჟურნალ Zootaxa-ში გამოაქვეყნა.
შუბერტის თქმით, ფარშევანგთვალა ობობის მრავალი სახეობა უბრალო მოქალაქეებმა აღმოაჩინეს, რომლებიც ფოტოებს შუბერტს უგზავნიდნენ. არაქნიდების ეს წარმომადგენელი, ამ მომენტში, 85 სახეობას ითვლის.
შუბერტის საყვარელი ფარშევანგთვალა ობობობა M.constellatus-ია, რომელსაც სხეულის ზოგ ნაწილში მოიისფრო დაკოპლილი შეფერილობა აქვს.
"ეს მოხატულობა ვანგოგის ვარსკვლავებიან ღამეს მახსენებს", — ამბობს შუბერტი.
ფარშევანგთვალა ობობა "მხტუნავი" ობობების ოჯახს მიეკუთვნება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკმაოდ საყვარლად გამოიყურებიან, რეალურად ძალიან წარმატებული და მოქნილი მტაცებლები არიან.
მეცნიერები ამბობენ, რომ ფარშევანგთვალა ობობის პოპულარულობის გამო, მათ ბევრი ფოტოგრაფი და ცნობისმოყვარე ეძებს იმ იმედით, რომ ახალ სახეობას აღმოაჩენენ. მიუხედავად იმისა, რომ 85 სახეობა უკვე ცნობილია, მკვლევრები იმედოვნებენ, რომ დროთა განმავლობაში ახალ სახეობებს კიდევ აღმოაჩენენ.
კომენტარები