Call of Duty: Modern Warfare 2-ის განახლებული ვერსია გამოვიდა
ხანგრძლივი საუბრის შემდეგ Call of Duty: Modern Warfare 2-ის განახლებული ვერსია გამოვიდა. 2000-იანი წლების საკულტო FPS თამაშის ახალი ვერსია მხოლოდ ეგრეთ წოდებულ Single-player რეჟიმში იქნება ხელმისაწვდომი.
Modern Warfare 2-ის განახლებულ ვერსიაში გაუმჯობესებულია ვიზუალური მხარე და ხმის ხარისხი, ასევე დამატებულია მაღალი გარჩევადობის დეტალები. თამაშის ორიგინალი ვერსია Activision-მა 2009 წელს გამოუშვა. ახალი ვერსიის ციფრული ვარიანტი Playstation 4-ზე $19,99-ად არის ხელმისაწვდომი და 30 აპრილამდე სონის პლატფორმის ექსკლუზივი იქნება, ამის შემდეგ კი მას პერსონალურ კომპიუტერებსა და Xbox One-ზეც ვიხილავთ, თუმცა წინასწარი შეკვეთები ამ უკანასკნელთათვის ჯერ ხელმიუწვდომელია.
PS4-ის მფლობელები, რომლებიც Modern Warfare 2-ს შეიძენენ (უნდა აღინიშნოს, რომ ეს გასული წლის Call of Duty: Modern Warfare-ის გაგრძელება არაა) თამაშში დამატებით ნივთებს მიიღებენ. ეს ბონუსები 2019 წლის ვერსიასა და სრულიად ახალ Warzone ნაწილსაც შეეხება, ეს უკანასკნელი კი სულ რაღაც ერთი თვის წინ გამოვიდა და თანამედროვე Battle Royal ჟანრში დაიმკვიდრა ადგილი. ამ ნაკრებში შემავალი ნივთები საკმაოდ საინტერესოა, აქ ნახავთ პერსონაჟების ახალ ვიზუალებსა და იარაღებზე, რომლებიც სხვა შემთხვევაში ხანგრძილივი თამაშის შემდეგ უნდა მოგეპოვებინათ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, Call of Duty: Modern Warfare 2-ის ორიგინალი ვერსია 2009 წელს გამოვიდა და იმ პერიოდში საუკეთესო თამაშადაც მრავალჯერ დასახელდა, რაც მისი ჩამთრევი ისტორიისა და კარგი ონლაინ რეჟიმის დამსახურება იყო. თამაშის გარშემო მღველვარება ერთ-ერთმა არამთავარმა მისიამაც გამოიწვია, რომელსაც "No Russian" ერქვა და მოთამაშეს ტერორისტული თავდასხმის მონაწილეს ხდიდა.
კომენტარები