Slack ზარებისთვის Microsoft Teams-ის ინტეგრაციაზე მუშაობს
Slack-მა და Microsoft Teams-მა ზარის გაზიარებაზე მუშაობა დაიწყეს, რის შედეგადაც პლატფორმების მომხმარებლებს ერთმანეთთან დარეკვისა და კომუნიკაციის ბევრად ეფექტურად დამყარების საშუალება მიეცემა. Slack-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სტიუარტ ბათერფილდმა აღნიშნული გეგმა ხუთშაბათს RBC-ის ანალიტიკოსთან ზარის დროს წარადგინა.
ჯერჯერობით უცნობია როდის გაერთიანდებიან პლატფორმები და როგორ იმუშავებენ ისინი — მათ წარმომადგენლებს ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. რაც შეეხება Slack-ს, იგი Microsoft-ის ისეთ სერვისებთან, როგორიც OneDrive, Outlook და SharePoint-ია, უკვე მუშაობს.
Microsoft Teams-მა, ისევე როგორც Zoom-მა, უკვე დაიწყო ისეთი ვირუალური ოთახების შექმნა, სადაც შეხვედრების ჩატარებაა შესაძლებელი, აღნიშნული სერვისი კი ბოლოდროინდელი სიტუაციიდან გამომდინარე საკმაოდ პოპულარული და მნიშვნელოვანია.
გასულ კვირას Microsoft-მა განაცხადა, რომ Teams 44 მილიონი ყოველდღიური მომხმარებელი ყავდა, რაც შეეხება Slack-ს, მას ამ ამბავთან დაკავშირებით ოქტომბრის შემდეგ განაცხადი არ გაუკეთებია, მაშინდელი მონაცემებით პლატფორმას 12 მილიონი ყოველდღიური მომხმარებელი ყავდა.
Slack მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი 2014 წელს, Teams კი 2016 წელს გახდა, მას შემდეგ ორი პლატფორმა ერთმანეთის კონკურენტია და მათი გაერთიანებისა და ერთად მუშაობის ნახვა ნამდვილად საინტერესო იქნება.
კომენტარები