ეფლმა ახალი iPad Pro და ტაჩპედიანი მისამაგრებელი კლავიატურა გამოუშვა
ეფლმა დღეს მომდევნო თაობის iPad Pro-ები და ახალი აქსესუარი — ტაჩპედიანი კლავიატურა დააანონსა.
Magic Keyboard ორი განსაკუთრებული თვისება აქვს — მისამაგრებელი, რომლითაც ყურების კუთხეს დაარეგულირებთ და ტაჩპედი. ეს ეფლის მიერ წარმოებულ აიპედის ოფიციალურ კლავიატურაში ამ (დიდი ხნის განმავლობაში სასურველი) ფუნქციების გამოჩენის პირველი შემთხვევაა.
კლავიატურას უახლესი და ერთი თაობით ძველი iPad Pro-ს მხარდაჭერა ექნება, რადგან მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო კონფიგურაციის შესაერთებელი მხოლოდ ამ ორ მოდელს გააჩნია.
ახალი აქსესუარი წინა კლავიატურებზე ბევრად ძვირია, 11-ინჩიანი მოდელის ფასი $299-ია, 12,9-ინჩიანი ვერსიის კლავიატურა კი $349 ღირს. ახალ კლავიატურას განათებაც აქვს, გარდა ამისა, ის, სავარაუდოდ, იმავე მექანიზმით (scissor switch) მუშაობს, რომლითაც 16-ინჩიანი MacBook Pro-ს ღილაკები.
ტაჩპედის მხარდაჭერა iPad OS 13,4 ვერსიაში გახდება ხელმისაწვდომი. ასევე, ახლა კიდევ უფრო მეტადაა ინტეგრირებული მაუსის გამოყენების ფუნქციაც.
ახალი კლავიატურით, ტაჩპედითა და მაუსის უფრო სრულყოფილი ინტეგრაციით უახლესი აიპედ პრო ლეპტოპებთან უფრო ახლოს დგას, ვიდრე წინა თაობები. ეს კი მომხმარებლებისთვის ნამდვილად სასიამოვნო სიახლეა, რადგან ეს კონკრეტულ ფუნქციები მოწყობილობის პროდუქტიულობასთან პირდაპირაა დაკავშირებული.
კომენტარები