როგორ ებრძვიან მსოფლიოს ყველაზე დიდი ტექ. კომპანიები კორონავირუსს
კორონავირუსის პანდემია მთელ მსოფლიოს მოედო. ვირუსი სწრაფად ვრცელდება, ქვეყნები კი კრიზისის შემსუბუქების მიზნით საზღვრებს კეტავენ. ბევრი მოქალაქე თვით-იზოლაციაში იმყოფება. საინტერესოა როგორ იქცევიან ტექნოლოგიური კომპანიები იმ რეალობაში, სადაც ქვეყნები თავიანთ მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
სოციალური დისტანცირება და თვით-იზოლაცია პანდემიის პირობებში თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა. ასეთ ვითარებში კი სოციალური მედია კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. აღსანიშნავია, რომ ბევრი სოციალური ქსელი კორონავირუსის შესახებ არსებული ყალბი ინფორმაციის გავრცელებას აქტიურად ებრძვის.
Facebook-ის განცხადებაში ვკითხოლობთ, რომ კომპანია აქტიურად ბლოკავს ისეთ რეკლამებს, რომლებიც ვირუსის მკურნალობის ყალბი საშუალებების გავრცელებას ცდილობს. ამასთანავე ფეისბუქი WHO-ს რეკლამებს უფასოდ ათავსებინებს.
Instagram ყველა მომხმარებელს კორონავირუსზე არსებული ინფორმაციის სანდო წყაროებისკენ მიუთითებს. ამასთანავე, კომპანია ბლოკავს კორონავირუსზე არსებულ ნებისმიერ რეკლამას, რომელიც ავტორიტეტული წყაროდან არ მომდინარეობს.
Twitter-ზე #Coronavirus-ის ძიების შემთხვევაში საიტზე და მობილურ აპლიკაციაზე დაავადებათა პრევენციის და კონტროლის ცენტრის (CDC) ვებგვერდის ბმული ჩნდება.
Amazon გუგლიისა და ფეისბუქის მსგავსად თავის თანამშრომლებს სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდებს. ამასთანავე კომპანია ებრძვის ფასების ხელოვნურ მანიპულაციას ისეთ ნაწარმზე, რომელიც პანდემიის პირობებში ძალიან საჭიროა (სადეზინფექციო და ჰიგიენური საშუალებები, პირბადეები და სხვა).
Apple-ის მსგავსად, დეზინფორმაციის გავრცელებას Google-იც ებრძვის. Play Store-ზე განთავსებული რეკლამები, რომლებიც მომხმარებლებს კორონავირუსის წამალს ან რაიმე მსგავს სთავაზობენ, მალევე იბლოკება. კომპანია აშშ-ის მთავრობასთან თანამშრომბლობით საიტის გაშვებას გეგმავს, რომელიც ხალხს კორონავირუსის შესახებ სანდო ინფორმაციას შესთავაზებს.
ამასთანავე, Apple ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის 7,5 მილიონი დოლარის გადარიცხვას აპირებს.
კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო Microsoft-იც. კომპანიამ საძიებო საიტ Bing-ზე "კორონავირუსის ტრეკერი" გაუშვა, რომელიც მომხმარებელს სანდო ინფორმაციას აცნობს.
Reddit-ის თანადამფუძნებელმა ალექსის ოჰანიანმა Times Square-ში ბილბორდი განათავსა, რომელიც ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლას აგრძელებენ ტურისტული და სამოგზაურო კომპანიებიც. Airbnb-ის ახალი განცხადებით, ბინაზე ჯავშნის გაუქმება ნებისმიერ დროს უფასოდ არის შესაძლებელი. Uber-ში ამბობენ, რომ კომპანია კარანტინში მყოფ ყველა მძღოლს 2 კვირის ანაზღაურებას მისცემს.
კორონავირუსის პანდემიასთან ადაპტაციას საკვების გამოძახების კომპანიებიც ცდილობენ. მაგალითად, Wolt-მა და Menu.ge-მ მიწოდების "უკონტაქტო" გზა დაამატა, ანუ კურიერი თქვენს შეკვეთას ახლა უკვე კარებთან დაგიტოვებთ. Glovo-მ კი კონტაქტის შემცირების მიზნით შეკვეთის ჩაბარებისას სავალდებულო ხელმოწერები გააუქმა.
ბევრი კომპანია ცდილობს, რომ საზოგადოებაში გავრცელებული შიში და იზოლაციის პერიოდი შეძლებისდაგვარად შეამსუბუქოს, რაც ნამდვილად სასიამოვნოა.
კომენტარები