თუ სახეზე ხელს მოიკიდებთ ეს სამაჯური ვიბრაციით დაგაფრთხობთ
სხვადასხვა მიზეზის გამო ჩვენ საკუთარ სახეს საკმაოდ ხშირად ვეხებით, ამან კი, შესაძლოა, ვირუსს ჩვენს ორგანიზმში შეღწევა გაუადვილოს.
სწორედ ამიტომ, სტარტაპ Slightly Robot-მა ახლახან სამაჯური სახელად Immutouch შექმნა, რომელიც სახეზე შეხებისას ვიბრირებს. ხოლო დამხმარე აპლიკაციაში კი შედეგების ნახვაა შესაძლებელი. სამაჯურის მიზანს სახეზე შეხების სიხშირის შემცირება წარმოადგენს.
სამაჯურის გარკვეული დროის განმავლობაში ტარებით ადამიანს რეფლექსი უვითარდება. ტვინი ხვდება, რომ სახეზე შეხება რაღაც არასასიამოვნოსთან — ვიბრაციასთან ასოცირდება. მსგავსი ასოციაციების შემთხვევაში კი სახეზე შეხების სურვილის დაძლევა შესაძლებელია.
Immutouch სამაჯური გაყიდვაში უვკე ჩაეშვა და მისი ფასი 50 დოლარს შეადგენს.
"ჩვენ ამ პროდუქტით მოგების მიღება არ გვსურს, სამაჯურის ფასში მხოლოდ მათი დამზადების ხარჯებია გათვალისწინებული", — განაცხადა სტარტაპის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ჯასტინ იტმა.
"ჩვენ სიეტლში ვცხოვრობთ, ყოველდღე ვხედავ თუ როგორ ეშინია ხალხს ახალი ვირუსის. მამაჩემს ავტოიმუნური დაავადება აქვს, ამიტომ მას იმუნიტეტის გამაძლიერებელი მედიკამენტების მიღება მუდმივად უწევს. სწორედ ამიტომ, მის და მის გარშემო მყოფი ადამიანების უსაფრთხოებაზე ზრუნვა გადავწყვიტე", — თქვა იტმა.
კომენტარები