დისნეიმ პატარა იოდას სათამაშოების კოლექცია წარადგინა

მას შემდეგ, რაც მადნდალორიანის პირველი ეპიზოდი გამოვიდა და მსოფლიომ პატარა იოდა იხილა, მთელი მსოფლიო უსიტყვოდ შეთანხმდა, რომ ბეიბი იოდა ყველაზე საყვარელი პერსონაჟია, რაც კი ბოლო დროს გვინახავს.
ოთხთვიანი ლოდინის შემდეგ დისნეიმ ფანებს საჩუქარი გაუკეთა და, როგორც იქნა, პატარა იოდას სათამაშოები წარადგინა.
პულტიანი იოდა

ფოტო: Mashable
Hasbro-ს ეს სათამაშო სულ რაღაც 60 დოლარი ღირს და მისი მართვა დისტანციურადაა შესაძლებელი. მას ყურების დაცქვეტა, გახედვა-გამოხედვა, თვალის დახამხამება და ღუღუნი შეუძლია.
იოდას ფიგურების სრული კოლექცია

ფოტო: Mashable
ამ კოლექციაში მოლაპარაკე იოდას შეხვდებით.
მანდალორიანის სათამაშოების ნაკრები

ფოტო: Mashable
მას, ვისაც სამაგიდო თამაშები და პატარა იოდა ერთნაირად უყვარს, დისნეის ეს სათამაშოები ნამდვილად გააბედნიერებს. ნაკრებში შედის 500 ნაწილიანი ფაზლიც.
პატარა ფუმფულა იოდები

ფოტო: Mashable
რა თქმა უნდა, ფუმფულა სათამაშებს თავისი მოყვარულები ჰყავს და რაღა დაგიმალოთ, ერთი ცალი ასეთი მეც დიდი სიამოვნებით მეყოლებოდა.
ასაწყობი იოდა?

ფოტო: Mashable
ეს ალბათ ლეგოს მოყვარულთათვის იდეალური საჩუქარი იქნება. რა შეიძლება ააწყო იმაზე საყვარელი, ვიდრე პატარა იოდაა. აქვეა მანდალორიანის ხომალდიც.

ფოტო: Mashable
ზურგჩანთა, მაისური, წყლის ბოთლები, სამკაულები, პოსტერები, წინდები, ქუდები, აიფონის ქეისები და საფულეები

ფოტო: Mashable
ეს ყველაფერი ნამდვილია და მათი შეძენის შემთხვევაში შეგიძლიათ ოთახში მანდალორიანის სრული "ეკოსისტემა" მოიწყოთ.
აქვეა ოფიციალური კოსტიუმებიც

ფოტო: Mashable
რა შეიძლება უყიდოთ ბავშვს უფრო საყვარელი? წარმოიდგინეთ როგორ დარბის სახლში პატარა იოდაი, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ასეთ ფორმებზე არც დიდები ვიტყოდით უარს.
კომენტარები