Copy, Paste და Cut ბრძანებების შემქმნელი ლერი ტესლერი გარდაიცვალა
კომპიუტერული მეცნიერი ლარი ტესლერი, რომელმაც სილიკონ ველზე მუშაობა 1960-იან წლებში ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს პერსონალური კომპიუტერები არ ჰქონდა, გარდაიცვალა.
სწორედ მისი გამოგონებების დამსახურებაა ის, რომ კომპიუტერების გამოყენება მასებისთვის გამარტივდა. მის გარეშე არ გვექნებოდა ისეთ ფუნქციები, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ — Copy, Paste და Cut.
Xerox-მა, სადაც მან კარიერის დიდი ნაწილი გაატარა, ლარი ტესლერის გარდაცვალებას პატივი მიაგო.
"ლარი ტესლერი, რომელმაც მოიგონა Cut, Copy, Paste, Find & Replace და სხვა მრავალი, ჩვენი კომპანიის ყოფილი მკვლევარი იყო. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ თქვენი სამუშაო დღე უფრო მარტივია", — განაცხადა კომპანიამ ტვიტში.
ტესლერი ნიუ იორკში, 1945 წელს, ბრონქსში დაიბადა და კალიფორნიაში, სტენფორდის უნივერსიტეტში მიიღო განათლება.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მან სწავლა სამომხმარებლო ინტერფეისის განხრით გააგრძელა, რომლის მიზანიც ისაა, რომ კომპიუტერები უფრო ინტუიტიური და მარტივი გამოსაყენებელი გახდეს. თავისი კარიერის განმავლობაში ის მრავალ სხვადასხვა ტექნოლოგიურ კომპანიაში მუშაობდა, მათ შორისაა Amazon, Yahoo და Apple-იც, სადაც მან 17 წელი გაატარა.
ტესლერის ყველაზე ცნობილი გამოგონება Copy, Cut და Paste ბრძანებებია, რომლებიც ეფლის კომპიუტერებში 1983 წელს დაინერგა.
კომენტარები