უმეტესობა ჩვენგანს სმარტფონში იმაზე მეტი აპლიკაცია აქვს, ვიდრე სჭირდება ან სურს რომ ჰქონდეს. Microsoft Word-ის, Excel-ისა და PowerPoint-ის ცალ-ცალკე აპლიკაციებად არსებობა კი ამ პრობლემას უფრო ამძაფრებს.

სწორედ ამიტომ, მაიკროსოფტმა ისინი ერთ აპლიკაციაში მოაქცია და დღეიდან ოფისის პროგრამების გამოსაყენებლად მობილურში ერთი აპლიკაციის დაყენებაც საკმარისი იქნება, რაც ყველაფერს ამარტივებს.

აპლიკაცია თავდაპირველად ანდროიდისთვის იქნება ხელმისაწვდომი და მისი გადმოწერა Play Store-დანაა შესაძლებელი.

ჯერჯერობით უცნობია გამოვა თუ არა აპლიკაცია iOS-ისათვის. თუ Android Police-ს დავუჯერებთ, აპლიკაცია გამართულად ჯერ არც ანდროიდ ტაბლეტებზე მუშაობს, თუმცა სმარტფონებზე მისი გადმოწერა თმამად შეგიძლიათ.