კორონავირუსის ახალ შტამს სახელი ოფიციალურად დაარქვეს — Covid-19
"ახალ (კორონავირუსის) დაავადებას უკვე სახელი აქვს — Covid-19" — განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს გებეისუსმა.
ვირუსის ახალი ოფიციალური დასახელება ჟურნალისტებს ჟენევაში დირექტორმა გებეისუსმა წარუდგინა.
ხშირად ახალ ინფექციას უბრალოდ კორონავირუსს ეძახიან. რეალურად კი კორონავირუსი ვირუსთა ის ოჯახია, რომელსაც Covid-19 მიეკუთვნება.
ახალი ვირუსის ტაქსონომიური სახელწოდება, რომელიც ვირუსების ტაქსონომიის საერთაშორისო კომიტეტმა შეარჩია, SARS-CoV-2-ია.
ტაქსონომიური სახელწოდების გარდა, ეპიდემიური ვირუსი სახელს იმიტომ საჭიროებს, რომ ის გარჩეულ იქნას სხვა ვირუსებისგან, წარმოითქმებოდეს ყველა ენაზე და სტიგმისგან თავის არიდებას ხელი შუეწყოს.
"ჩვენ ისეთი სახელი უნდა შეგვერჩია, რომელიც დამოუკიდებელი იქნებოდა გეოგრაფიული ადგილმდებარეობისგან, ცხოველებისგან, ინდივიდებისგან და ადამიანების ჯგუფებისგან" — განაცხადა გრეიბუსმა.
სახელის ზემოხსენებული პრინციპების გათვალისწინებით შერჩევა მნიშვნელოვანი იმიტომ იყო, რომ არ მომხდარიყო გარკვეული ეროვნების ან ეთნოსის სტიგმატიზაცია. თვითონ სახელი Covid-19 სამი სიტყვისგან აიღეს: "კორონა", "ვირუსი" და "დაავადება". 19 კი 2019 წელს აღნიშნავს.
ორშაბათს კორონავირუსის ინფექციით, ჰუბეის პროვინციაში, რომელიც ამჟამანდ კარანტინის ზონაა, კიდევ 103 ადამიანი დაიღუპა. ამ დროისთვის Covid-19-მა 1 016 ადამიანი იმსხვერპლა, კიდევ 42 694 კი ინფიცირებულია.
მსოფლიო ჯანდაცვის დირექტორის განცხადებით, ჩინეთი პრობლემას შეძლებისდაგვარად უმკლავდება და "მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების გავრცელებას მსოფლიოში".
Covid-19-ის ეპიდემიამ სერიოზული ზიანი მიაყენა ჩინეთის ეკონომიკასაც.
კომენტარები