"კოსმოსური ზუმი" — როგორ ადიდებს Galaxy S20 Ultra გამოსახულებას 100-ჯერ
სამსუნგის ახალი ფლაგმანი, Galaxy S20 Ultra საკმაოდ საინტერესო ფუნქციებით გამოირჩევა. ერთ-ერთი სფუნქცია Space Zoom-ია, რომელიც საშუალებას მოგცემთ ოპტიკური და ციფრული მეთოდების კომბინირებით ობიექტი 100-ჯერ მოაახლოვოთ.
ერთი შეხედვით, ესაა ყველაზე დიდი ზუმის მქონე ტელეფონი, რომელიც ბაზარზე ოდესმე გამოსულა, თუმცა იმის გასაგებად, თუ როგორ აღწევს სმარტფონი ამ შედეგს, მასში ჩამონტაჟებულ ტექნოლოგიას ცოტა უფრო ახლოდან უნდა დავაკვირდეთ. მოკლედ რომ ვთქვათ, ესაა ოპტიკური მიახლოების, ფოტოს კომპიუტერული დამუშავებისა და განსაკუთრებით დიდი ზომის სენსორის დამსახურება.
მიახლოების დაბალ დონეზე სამსუნგი 4x ტელეფოტო პერისკოპულ ლინზას იყენებს, რომელიც 48-მეგაპიქსელიან სენსორთან ერთიანდება. 4x-დან და 10x-მდე მისაზუმად სამსუნგი "უდანაკარგო ჰიბრიდულ ოპტიკას" იყენებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ფოტო ახლოვდება, იჭრება, შემდეგ კი რამდენიმე პიქსელები ერთ პიქსელად "ითარგმნება." თუ კი სამსუნგს დავუჯერებთ, "უდანაკარგო" მიახლოებით გამოსახულების ხარისხი 10x-მდე საერთოდ არ იცვლება. ამის შემდეგ, 10x-დან 100x-მდე, სმარტფონი ისევ მსგავს მეთოდს იყენებს, თუმცა ეს უკვე ციფრული ზუმია და ხარისხის ვარდნაც საგრძნობლად შესამჩნევია.
100x მიახლოების ფუნქცია Galaxy S20 Ultra-ს ექსკლუზივია. Galaxy S20-სა და S20 Plus-ს მხოლოდ სამმაგი ჰიბრიდული ზუმი აქვთ. ციფრული მიახლოებით კი, 100-ის ნაცვლად, მხოლოდ 30-ჯერ შეძლებთ დაზუმვას.
უნდა აღვნიშნოთ, რომ Samsung-ის 100x მიახლოების მეთოდი უნიკალური არ არის.
მაგალითად, გასულ წელს ჰუავეიმ მსგავსი რამ უკვე შემოგვთავაზა თავის ფლაგმან P30 Pro-ში. ამ შემთხვევაში სმარტფონი 8-მეგაპიქსელიან პერისკოპულ კამერას იყენებდა, რომელსაც 5x ოპტიკური ზუმი ჰქონდა. მეტი დეტალიზაციისათვის P30 Pro-ს შეეძლო პიქსელები სმარტფონის მთავარი, 40-მეგაპიქსელიანი სენსორიდან დაემატებინა და ასე მიეღწია 10x ჰიბრიდული ზუმისთვის, ხარისხში სხვაობა მიზერულად, მაგრამ მაინც შესამჩნევი იყო. ჯამური მიახლოება ჰუავეის შემთხვევაში 100-ის ნაცვლად 50-ს შეადგენდა.
ამავე თემაზე:
კომენტარები