Facebook კორონავირუსზე გავრცელებულ ცრუ ცნობებს წაშლის
ფეისბუქი კორონავირუსთან დაკავშირებულ შეთქმულების თეორიებთან ბრძოლას იწყებს.
კომპანიის განცხადებით, მათი ფაქტჩეკერები გამოავლენენ პლატფორმაზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას და წაშლიან ისეთ პოსტებს, რომლებსაც ადამიანები შეცდომაში გამიზნულად შეჰყავს.
"ჩვენ წავშლით ცრუ მტკიცებულებებისა და შეთქმულების თეორიების შემცველ პოსტებს. ეს ფეისბუქის ამჟამინდელი პოლიტიკის გაგრძელება იქნება. მიდგომა შეეხება ისეთ ინფორმაციას, რომელსაც შეუძლია, რომ ადამიანს ფიზიკური ზიანი მიაყენოს", — ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანია იმავე პოლიტიკას გაატარებს ინსტაგრამზეც. ასევე დაიბლოკება მსგავსი ხასიათის ჰეშტეგებიც.
Facebook-ს არ დაუკონკრეტებია, რა რაოდენობის ინფორმაციის წაშლაზეა საუბარი, თუმცა თუ ცრუ ამბების გავრცელების მასშტაბებს გავითვალისწინებთ, მათ ალბათ საკმაოდ ბევრი საქმე ექნებათ.
კომენტარები