HUMMER ელექტრო კროსოვერს უშვებს, 1000 ცხენის ძალით
HUMMER ბრუნდება — General Motors-მა დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჰამერი დღის სინათლეს ისევ იხილავს, ოღონდ ამჯერად ის სრულად ელექტრო იქნება. ახალი ჰამერი 1000 ცხენისძალის მქონე ელექტროძრავით აღიჭურვება და მანქანა 0-დან 100-მდე აჩქარებას მხოლოდ 3 წამს მოანდომებს.
ჰამერის ახალი კროსოვერის რეკლამა კვირას, Super Bowl-ზე გავა, სადაც მას უამრავი ადამიანი იხილავს. ელექტრომობილის გაყიდვაში ჩაშვება 2021 წლის მეოთხე კვარტალში იგეგმება.
ახალი ჰამერი GMC-ის ბრენდის ქვეშ აეწყობა და გაიყიდება. მანქანაზე ქარხანა Detroit Hamtramck იმუშავებს, GM ქარხნის შესაბამისად აღჭურვაზე 2,2 მილიარდ დოლარს დახარჯავს.
ერთ დროს ჰამერი საკმაოდ წარმატებულად იყიდებოდა, თუმცა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა და ნავთობზე მომატებულმა ფასებმა მასზეც იმოქმედა და ბრენდის გაყიდვები მკვეთრად დაეცა, რამაც საბოლოოდ 2010 წელს მისი ბაზრიდან გასვლა გამოიწვია.
კომენტარები