გაირკვა, რატომ იწვევს სტრესი გაჭაღარავებას — ჰარვარდის კვლევა
ალბათ გსმენიათ ამბავი როგორ გაჭაღარავდა ვინმე ნერვიულობისას. აქამდე მეტწილად მიიჩნეოდა, რომ გაჭაღარავებასა და ნერვიულობას შორის კავშირი უბრალო ხალხური მითი იყო, თუმცა ახალი კვლევის მიხედვით, სტრესი თმის ფერის დაკარგვას მართლაც განაპირობებს.
თმის ფოლიკულებთან უამრავი ღეროვანი უჯრედია, რომლებიც მელანოციტებად გარდაიქმნებიან, სწორედ ისინი განაპირობებნ თმის ფერს. აღმოჩნდა, რომ სტრესი სწორედ ამ მელანოციტებზე მოქმედებს.
მელანოციტებზე ზეგავლენას სიმპათიკური ნერვული სისტემა ახდენს. სიმპათიკური ნერვული სისტემა ავტონომიურია, ანუ მისი მოქმედება პრაქტიკულად ყოველთვის ჩვენი ნებისგან დამოუკიდებლად ხდება. მრავალ სხვა მახასიათებელთან ერთად, ის განაპირობებს სისხლის წნევას, გულისცემას და მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტრესულ სიტუაციებში.
როგორც ჩანს, სიმპათიკური ნერვები თმის ფოლიკულებს ეხვევიან და გამოყოფენ ნეიროტრანსმიტერს, რომელსაც ნორადრენალინი ეწოდება. ეს უკანასკნელი სტრესულ სიტუაციებში მელანოციტებში გადადის, რის შედეგადაც მელანოციტების ღეროვანი უჯრედები თმის მომარაგებას წყვეტენ.
ექპერიმენტი თაგვებში ჩატარდა, რომლებიც სტრესულ პირობებში ადამიანებივით ჭაღარავდებიან. აღსანიშნავია, რომ ნორადრენალინი ადამიანის მელანოციტებზეც იგივენაირად მოქმედებს, როგორც თაგვებზე.
"გაოცებული ვიყავი იმით, რამდენად დრამატულად ხდება ცვლილება", — განაცხადა ბიოლოგმა მაუმი იტომ. მისმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ნორადრენალის დაბლოკვით გაჭაღარავების პროცესი მნშვნელოვნად ნელდება.
ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის ბიოლოგი სუბროტო შატერჟეს კვლევები აჩვენებს, რომ გაჭაღარავებს რაციონიც განაპირობებს. 2018 წლის კვლევაში შატერჟემ და კოლეგებმა აჩვენეს, რომ გაჭაღარავებას ქოლესტერინი და ცხიმით მდიდარი დიეტაც განაპირობებს.
ახალი კვლევა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის მეტ ინფორმაციას გვაძლევს იმის შესახებ თუ როგორ მოქმედებს სტრესი ჩვენ სხეულზე. სტრესის ფიზიოლოგიური მექანიზმის შესწავლით სტრესის უარყოფითი ეფექტების შეზღუდვაც შეიძლება.
კომენტარები