Google, შესაძლოა, ორ ახალ საშუალოფასიან სმარტფონზე მუშაობდეს
საშუალოფასიანი სმარტფონები გუგლმა პირველად 2019 წელს წარმოგვიდგინა — Pixel 3a და Pixel 3 XL, ამიტომ ამ კატეგორიის ახალ სმსარტფონებს წელსაც ველოდებით.
გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ორი სმარტფონი, Pixel 4a და Pixel 4 XL უკვე მზადების პროცესშია, Snapdragon 730 და Snapdragon 765 პროცესორებით.
როგორც წესი, გუგლი თავისი სმარტფონების კოდურ სახელებად თევზებს არჩევს ხოლმე. XDA Developers-ზე დაყრდნობით, მომავალი სმარტფონების კოდური სახელწოდებები ასე გამოიყურება — Sunfish, Redfin და Bramble.
Sunfish სავარაუდოდ მომცრო, Pixel 4a იქნება, რომელიც Snapdragon 730-ზე იმუშავებს და კონკურენციას Redmi K30-სა და Galaxy A71-ს გაუწევს.
Redfin და Bramble, ორივე Snapdragon 765 პროცესორით გამოჩნდა. თუ კი XDA-Developers-ს დავუჯერებთ, ერთ-ერთის აწყობაზე FIH Mobile იმუშავებს, რომელიც Foxconn-ის კომპანიაა, ეს უკანასკნელი კი ცნობილი იმითაა, რომ iPhone-ები სწორედ ისინი ამზადებენ.
მეორეს შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, სწორედ ამიტომ, ვვარაუდობთ, რომ ეს უკანასკნელი უბრალოდ საინჟინრო ანაწყობია, ხოლო პირველი, ნამდვილი Pixel 4 XL.
თუ კი Pixel 4 XL მართლაც Snapdragon 765-ით გამოვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ინტეგრირებული 5G მოდემიც ექნება და შესაბამისად, კონკურენციას Galaxy S10 Lite-სა და Galaxy Note 10 Lite-ს გაუწევს.
კომენტარები