შობის ღამეს მიჩიგანის ზოოპარკში პატარა შავი მარტორქა დაიბადა
ნიუ-იორკ ტაიმსის ცნობით, მიჩიგანის ზოოპარკში საშობაოდ პატარა შავი მარტორქა დაიბადა. ბევრისთვის, განსაკუთრებით კი ბუნების დამცველებისთვის ეს ღრმად სასიხარულო ამბავია. 20 წლის წინ შავი მარტორქის პოპულაცია კრიტიკულად იყო შემცირებული და მათ რაოდენობა 2 500-ს არ სცდებოდა. დღეს მსოფლიოში 5 000-მდე შავი მარტორქაა, რაც ასევე დაბალი მაჩვენებელია.
"ამ ცხოველების გამრავლება, სტატისტიკურად და ისტორიულად ყოველთვის რთული იყო", — ამბობს მიჩიგანის ზოოპარკის თანამშრომელი პეტ ფენტანი.
1960-იანი წლებიდან, როცა აფრიკაში ამ ცხოველზე ნადირობა და მისი რქების გაყიდვა პოპულარულ აქტივობად იქცა, შავი მარტორქების პოპულაცია რადიკალურად შემცირდა. მანამდე აფრიკის სამხრეთ ნაწილში ამ სახეობის ათეულობით ათასი წარმომადგენელი ბინადრობდა. მეცნიერები მუდმივად ახდენენ ამ ცხოველის პოპულაციის მონიტორინგს და კონსერვაციის მიზნით ათობით შავი მარტორქა მსოფლიოს სხვადასხვა ზოოპარკშია გადანაწილებული.
შავი მარტორქის დაბადება კიდევ იმიტომ არის სასიხარულო, რომ ზოოპარკებში შობადობა, ველურ ბუნებასთან შედარებით, ბევრად ნაკლებია.
საინტერესო ის არის, რომ მსოფლიოს ზოოპარკებს შედგენილი აქვთ ერთგვარი "სახელმძღვანელო," რომელიც მათ შესაფერისი წყვილების პოვნაში ეხმარებათ. ბევრი ცხოველი, ადამიანის მსგავსად, უბრალოდ თავის სახეობის ნებისმიერ წარმომადგენელთან არ ჯვარდება. ამიტომ ზოოპარკის წარმომადგენლები ცდილობენ, რომ ცხოველები იდეალურად.
პატარა მარტორქას მსოფლიოს გარშემო ბევრი ფანი გამოუჩნდა. რომლებსაც ძალიან სურთ მისი ნახვა. ზოოპარკის ადმინისტრაციის მიხედვით, პატარა შავი მარტორქის ცოცხლად ნახვას მსურველები 2020 წლის ზაფხულში შეძლებენ.
კომენტარები