წლის დასასრულალმე 2 დღით ადრე OnLeaks-მა ტექნოლოგიის მოყვარულებს პატარა საჩუქარი გაუკეთა და ანუ Pixel 4-ის შედარებით სუსტი და პატარა ვერსიის — Pixel 4a-ს ფოტოები გაავრცელა.

სმარტფონი სავარაუდოდ 5.7 ან 5.8-ინჩიანი იქნება, მისი ზომები კი 144,2 x 69,5 x 8,2 მმ-ია.

ფოტო: OnLeaks

შესამჩნევია კამერის მოდულიც, რომლის შემადგენლობაშიც მხოლოდ ერთი კამერა შედის, შესაბამისად კვადრატული კუნძული ახლა უფრო მოკრძალებულად გამოიყურება.

რაც შეეხება წინა კამერას, ის ეკრანში იქნება ამოჭრილი და იმაზე ნაკლებ ადგილს დაიკავებს, ვიდრე კუნძული, რაც, რაღა თქმა უნდა, კარგია.

სმარტფონის გამოჩენას სავარაუდოდ Google I/O-ს ფარგლებში უნდა ველოდოთ.