მარსმავალმა როზალინდ ფრანკლინმა პარაშუტის ტესტირება წარმატებით გაიარა
ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ESA) როვერმა, რომელიც 2020 წელს მარსზე დასაშვებად გაემგზავრება, მნიშვნელოვანი ეტაპი გადალახა. მარსზე დასაშვებად საჭირო პარაშუტების ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა. ESA-ს მისია ExoMars 2020 დიდი ბრიტანეთის კოსმოსური სააგენტოს მიერ აგებული როვერისგან, სახელად როზალინდ ფრანკლინისგან შედგება, რომლის მიზანიც მარსზე წარსულში არსებული ან ამჟამინდელი სიცოცხლის ნიშნების ძებნაა.
წარმატებული დაშვებისთვის პარაშუტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წლის დასაწყისში ჩატარებული ტესტირებებისას პარაშუტები მუდმივად ზიანდებოდა, აღნიშნული ცდა კი პირველია, რომელიც წარმატებით დასრულდა.
აღმოჩნდა, რომ წინამორბედი ცდების დროს პრობლემა პარაშუტის ჩანთას ექმნებოდა. ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ ნასასთან თანამშრომლობით შეიმუშავა ახალი მეთოდი, რომელიც პარაშუტის გახსნის დროს ხახუნს ამცირებს.
თუკი ყველაფერი წარმატებით ჩაივლის, ExoMars 2020 წითელ პლანეტაზე 2020 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე გაემგზავრება.
ამავე თემაზე:
კომენტარები