GeekBench-ზე Samsung Galaxy M31 გამოჩნდა
სამსუნგმა Galaxy M30 და M30s თებერვალსა და სექტემებრში დააანონსა, შესაბამისად ნელ-ნელა მოდის დრო, როცა უკვე სმარტფონიც ვიხილოთ და სავარაუდოდ ასეც იქნება. M30-ის მემკვიდრე უკვე გამოჩნდა GeekBench-ზე, რაც იმას ნიშნავს, რომ სმარტფონი ტესტირების რეჟიმშია.
სმარტფონმა, რომლის კოდური სახელიცაა SM-M315F, გიკბენჩის ტესტში ერთი ბირთვის ტესტირებისას 348 ქულა აიღო, ხოლო მრავალბირთვიან ტესტში 1214. ტესტირებიდან ასევე ვიგებთ, რომ სმარტფონი Android 10-ზე მუშაობს და მის შემადგენლობაში 6 გეგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებაც შედის. რაც შეეხება პროცესორს, აქ სამსუგნის Exynos 9611 იქნება წარმოდგენილი, რაც ცოტათი მოულოდნელი იყო, რადგან თავდაპირველად გაჟონილი ინფორმაციით სმარტფონს Snapdragon 665 უნდა ქონოდა.
მეტი მონაცემები GeekBench-ის ტესტში არ ჩანს, თუმცა თუ გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, სმარტფონს სამმაგი კამერა ექნება, მთავარი 48 მეგაპიქსელიანი, 12 მეგაპიქსელიანი ულტრაფართო და სიღრმის 5 მეგაპიქსელიანი სენსორი.
კომენტარები