ინტერნეტში Galaxy Note 10 Lite-ის სავარაუდო მონაცემებმა გაჟონა
Samsung მომდევნო წლის იანვარში სავარაუდოდ Galaxy Note 10 Lite-ს დააანონსებს. ბოლო ინფორმაციით სმარტფონის სერიული ნომერი SM-N770F იქნება და როგორც მისი დიდი ძმა, სტილუსით (S Pen) ისიც აღჭურვილი იქნება. დასახელებიდანვე ვხვდებით, რომ Lite ვერსია სტანდარტულ Note 10-თან შედარებით სუსტი იქნება, თუმცა ამასთანავე ფასიც ნაკლები ექნება. Winfuture.de-მ ახლახან გაავრცელა სმარტფონის რენდერები და სრული მონაცემები.
მონაცემები
Galaxy Note 10 Lite სავარაუდოდ 6.7-ინჩიანი, Super AMOLED ეკრანით გამოვა, რომელსაც HDR-ის მხარდაჭერაც ექნება, პიქსელების რაოდენობა ყოველ ინჩზე კი 391-ს შეადგენს, შესაბამისად სმარტფონის ეკრანის გარჩევადობა 1080x2400-ზე იქნება. ისევე, როგორც სტანდრტულ Galaxy Note 10-ს, Lite ვერსიასაც Infinity-O დიზაინი ექნება.
სმარტფონის პროცესორად, წინა წლის ფლაგმანის, Galaxy Note 9-ის Exynos 9810-ს იქნება წარმოდგენილი, რაც საკმაოდ კარგი არჩევანია. პროცესორი 10 ნანომეტრიანია და მაქსიმალურ 2.7GHz სიხშირეზე შეუძლია მუშაობა. სმარტფონი აღჭურვილი იქნება 6 GB ოპერატიული მეხსიერებითა და 128 GB შიდა მეხსიერებით. აღსაღნიშნავია ისიც, რომ მეხსიერების გაზრდაც შესაძლებელი იქნება. სმარტფონი Android 10-ზე იმუშავებს და ზემოდან სამსუნგის One UI 2.0 ექნება დაშენებული.
ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ ამხელა ზომის სმარტფონს საკმაოდ დიდი ენერგია სჭირდება, შესაბამისად სამსუნგმა ამაზეც იფიქრა, ამიტომ ფაბლეტს 4 500 მილიამპერიანი ელემენტი ექნება, 25W-იანი სწრაფი დატენვის ფუნქციით.
კამერა
Galaxy Note 10 Lite სამკამერიანი მოდულით გამოვა:
- მთავარი f/1.7 12 მეპაგიქსელიანი კამერა დუალ პიქსელ აუტოფოკუსით;
- f/2.4 12 მეგაპიქსელიანი ტელეფოტო ლინზა ორმაგი ოპტიკური მიახლოებით;
- f/2.2 12 მეგაპიქსელიანი ფართოკუთხოვანი ლინზა.
წინა კამერად 32 მეგაპიქსელიან სენსორს ვნახავთ, f/2.0 დიაფრაგმით. ჯერჯერობით უცნობია ექნება თუ არა სმარტფონს ოპტიკური სტაბილიზაცია.
ფასი
Galaxy Note 10 Lite-ს პირველად სავარაუდოდ დასავლეთ ევროპაში ვიხილავთ და მისი ფასი 609 ევრო იქნება, თუკი გაჟონილ ინფორმაციას დავუჯერებთ, სმარტფონი ბაზარზე 10 იანვარს უნდა გამოჩნდეს.
კომენტარები