პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთს აძლევს. ამის შესახებ შინაგან საქმეთ სამინისტროს წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ეს განცხადება მან 16:12 საათზე გააკეთა.

"30 წუთის გასვლის შემდეგ პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად", — თქვა მან.

ბოლო რამდენიმე წუთია სპეცრაზმის თანამშრომელები სპეციალური ეკიპირებით იმოსებიან. უცნობია, რა დავალება აქვთ მათ მიღებული.