ხედავენ თუ არა სიზმრებს რვაფეხები? — ვიდეოში რვაფეხა ძილში ფერებს იცვლის
ხედავენ თუ არა სიზმრებს რვაფეხები? ეს ის მთავარი კითხვაა, რომელიც გავრცელებულ ვიდეოშია წამოჭრილი, სადაც ჩანს მძინარე რვაფეხა, რომელიც ფერებს სწრაფად იცვლის — თითქოს ის ერთ მომენტში მოლუსკის დაჭერას ცდილობს, შემდეგ, მტაცებლისგან საკუთარი თავის მარჯნის რიფებში შენიღბვას.
ვიდეო PBS TV-ს მიერ გადაღებული ახალი დოკუმენტური ფილმიდან, Octopus: Making Contact-იდანაა, რომელიც ეთერში 2 ოქტომბერს გავა.
ფილმში ალასკის წყნარი ოკეანის უნივერსიტეტის პროფესორი დავიდ სხილი საკუთარ სახლში რვაფეხას ზრდის და მას სწავლობს. ფილმის სახელიც საგანგებოდაა შერჩეული, გავრცელებულ კლიპში ნათქვამია, რომ რვაფეხები უცხოპლანეტელებთან ყველაზე მიახლოებული არსებები არიან, რომლებიც შეიძლება დედამიწაზე ვიპოვნოთ.
"როდესაც მათ უყურებთ, გრძნობთ, რომ ისინი უკან გიყურებენ. ეს ილუზია არ არის, ისინი მართლა გიყურებენ", — ამბობს სხილი.
რვაფეხებს კამუფლაჟის უნიკალური უნარი აქვთ, მათი კანის ქვეშ ათასობით სპეციალიზირებული უჯრედია, რომლებსაც ფერის წამებში შეცვლა შეუძლიათ. ჯერჯერობით უცნობია, ხედავენ თუ არა სიზმრებს რვაფეხები ისე, როგორც ჩვენ, ან საერთოდ ხედავენ თუ არა მათ.
"არსებობს მოსაზრება, რომ რვაფეხების გარკვეულ სახეობებს ახასიათებთ ის, რაც ძალიან ჰგავს ადამიანებში არსებულ სწრაფი ძილის (REM) ფაზას. თუმცა, კვლავ უცნობია, მართლა ახასიათებთ თუ არა მათ ეს უნარი", — განაცხადა ააკვარიუმების სპეციალისტმა სარა სტივენსმა Live Science-თან ინტერვიუში.
კომენტარები