როგორ მოვემზადოთ აპოკალიფსის 5 შესაძლო სცენარისთვის
კაცობრიობის განადგურებისა და ცივილიზაციის დაცემის უამრავი შესაძლო სცენარი არსებობს. მათ შორის რამდენიმე საკმაოდ რეალურია, ზოგი მხოლოდ ფანტასტიკის სფეროა, ზოგიც - მითოლოგიის.
ფილმებში, თამაშებსა და წიგნებში აპოკალიფსი საინტერესო მოვლენაა და ამ ჟანრის მოყვარულებს პოსტ-აპოკალიპტურ სამყაროში ცხოვრება ოდნავ რომანტიზირებულიც აქვთ. მაგრამ იმისთვის, რომ ასეთ პირობებში ვიცხოვროთ, პირველ რიგში გადარჩენაა საჭირო.
სწორედ ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ აპოკალიფსის რამდენიმე შესაძლო სცენარს და გადარჩენის შესაბამის გზებს.
სცენარი 1: ხელოვნური ინტელექტის რევოლუცია
მაგალითები: Terminator, The Matrix Trilogy
ხელოვნური ინტელექტი უფრო და უფრო იხვეწება, ადამიანები ქმნიან ჭკვიან მანქანებს და შედეგად წარმოიქმნება კონფლიქტი, რომელშიც იმარჯვებენ რობოტები, ხოლო ადამიანებს ახალ, მტრულ გარემოში უწევთ ცხოვრება.
მომზადება: დაიწყეთ ომამდე 1-5 წლით ადრე
- შეისწავლეთ გარემო, ტყე, ღრე, გამოქვაბულები, დაუსახელებლი ტერიტორიები. თავიდანვე განსაზღვრეთ და დაალაგეთ გონებაში, როგორ მოაწყობთ თქვენს ახალ საცხოვრებელ გარემოს და ალაგს.
- დაიცავით თქვენი პირადი მონაცემები. ჩაკეტვა და პარანოიკულად მოქცევა საჭირო არ არის. უბრალოდ, უფრო ყურადღებით მოეკიდეთ თქვენს მონაცემებს და დაუკვირდით, რა რაოდენობისა და სახის პირად მონაცემებზე აძლევთ წვდომას ამა თუ იმ ადამიანს, ან მანქანას.
- ისწავლეთ ხელსაქმე. ქსოვა, კერვა, მშენებლობა, მიწათმოქმედება და ა.შ.
გადარჩენა:
კრიზისის პირველი კვირა:
- დატოვეთ ქალაქი. წადით წინასწარ შერჩეულ ადგილზე, სადაც უკვე დაგეგმილი გაქვთ როგორ იცხოვრებთ, რას გააკეთებთ და როგორ გადარჩებით.
- მოიმარაგეთ საჭირო რესურსი. წინასწარ, მინიმუმ, ორი დღის რესურსი უნდა მოიმარაგოთ. განსაზღვროთ აუცილებელი საჭიროების ნივთები და საკვები და მოიმარაგოთ.
პირველი თვე:
- შეკრიბეთ სანდო ადამიანები. სავარაუდოდ, თქვენთან ერთად უკვე იქნებიან მეგობრები და ოჯახის წევრები, მაგრამ ეცადეთ უფრო მეტი სანდო ადამიანი შემოიკრიბოთ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ადვილად არავის უნდა ენდოთ. მართალია, კაცობრიობას საერთო მტერი ჰყავს, მაგრამ ცივილიზაცია დაცემულია და ადამიანებს ასეთ პირობებში მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი ამოძრავებთ.
- შეარჩიეთ მუდმივი საცხოვრებელი. თუ უკვე არ გაქვთ შერჩეული და დროებითი ბანაკი გაქვთ მოწყობილი, აუცილებელია შეარჩიოთ ისეთი ადგილი, სადაც მუდმივად იცხოვრებთ და მაქსიმალურად უსაფრთხოდ იქნებით, ნუ გაჩერდებით, ვიდრე დარწმუნებული არ იქნებით, რომ ასეთ ალაგს უკვე მიაგენით.
ცხოვრება: კრიზისიდან 1-5 წელი
ამ პერიოდში თქვენ ისე უნდა მოიწყოთ ცხოვრება, რომ უსაფრთხოება და სტაბილურობა პრობლემა აღარ იყოს.
- გაწვრთენით თქვენი გუნდი. იზრუნეთ, რომ ყველამ ისწავლოს და გამოიყენოს სასარგებლო უნარები. გუნდის ყველა წევრს თავისი საქმე და ადგილი უნდა ჰქონდეს თქვენს დასახლებაში.
- იყავით მზად, დაიწყოთ ყველაფერი ახლიდან. ომის დამთავრების შემდეგ ხელოვნური ინტელექტი გადარჩენილი ადამიანების პოვნას, მათ განადგურებას ან დამონებას შეეცდება. იცოდეთ, რომ მათი რესურსი ამოუწურავია და ნებისმიერ მომენტში შეიძლება გიპოვონ. ამიტომ იყავით მზად, რომ ასეთი დაპირისპირების შედეგად ყველაფერი ახლიდან დაიწყოთ - იპოვოთ ახალი საცხოვრებელი ადგილი, ახალი რესურსები და ა.შ.
- აგროვეთ ინფორმაცია. დაზვერეთ თქვენი მტრის ყველა ნაბიჯი, იცოდეთ სად არიან, რას აპირებენ, საით მიდიან. შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრეთ როგორ მოიქცეთ, დაიმალოთ თუ გაიქცეთ და ახალი ბანაკი დააარსოთ. სავარაუდოდ, ადამიანები ვეღარასოდეს დაიბრუნებენ ძალაუფლებას, მაგრამ გადარჩენა და ცხოვრება შესაძლებელი იქნება.
სცენარი 2: ზომბი-აპოკალიფსი
მაგალითები: The Walking Dead, The Night of the Living Dead
ვირუსი, შავი მაგია, ან მთავრობის ექსპერიმენტული პროექტი კონტროლს აღარ ექვემდებარება და ადამიანები ზომბირდებიან, მათ მხოლოდ ძირითადი ინსტინქტი - შიმშილი ამოძრავებთ და ჭამენ ყველას და ყველაფერს. ცივილიზაცია ეცემა.
მომზადება: კატასტროფამდე 1-5 წელი
- ისწავლეთ ხელჩართული ბრძოლა და თავდაცვა. ერთ ან რამდენიმე ზომბისთან გამკლავება გაგიადვილდებათ, თუ ხელჩართულ ბრძოლას ისწავლით, იქნებით სწრაფები და თქვენი სხეულის სწორად მართვა შეგეძლებათ.
- მიიღეთ ბევრი ინფორმაცია. იკითხეთ ახალი ამბები, მაგალითად ჩვენთან, რადგან On.ge-ს ერთი ჟურნალისტი ექსკლუზიურად აპოკალიფსის ნიშნების აღმოჩენაზე მუშაობს და ყველაზე სწრაფად სწორედ ჩვენგან გაიგებთ, თუ რამე უცნაური ხდება. რაც უფრო მალე გეცოდინებათ მოსალოდნელი კოლაფსის შესახებ, მით მეტია გადარჩენის შანსი.
- მოიმარაგეთ აუცილებელი რესურსები. საჭმელი, სუფთა წყალი, საყოფაცხოვრებო იარაღები, ველოსიპედი და ა.შ.
გადარჩენა:
კრიზისის პირველი კვირა
- გადით ქალაქიდან. გადით ქალაქიდან, იყავით ჩუმად, ნუ იხმაურებთ და ზედმეტ ყურადღებას ნუ მიიქცევთ.
- ეცადეთ მოიპოვოთ უპირატესობა. როგორი ზომბები არიან? სწრაფები? ნელები? როგორ შეიძლება მათ გაუმკლავდეთ, სად შეიძლება მათ დაემალოთ? ისინი ვერ აზროვნებენ, მხოლოდ საკბენად და საჭმელად იწევენ, ამიტომ ეცადეთ აჯობოთ მათ, როგორც ჭკუით, ასევე ფიზიკურად.
პირველი თვე:
- შექმენით განახლებადი რესურსი. საჭმელი და სასმელი რომ გაგითავდებათ, საჭირო იქნება მათ მოსაპოვებლად სხვადასხვა ლოკაციებზე გასვლა და მოპოვება, ამ საჭიროების მინიმუმამდე შესამცირებლად შექმენით ფერმა, დათესეთ მარცვლეული და ბოსტნეული, ეცადეთ შინაური ცხოველებიც იპოვოთ და თქვენს ბანაკში ადგილი მიუჩინოთ.
- იზრუნეთ საცხოვრებლის უსაფრთხოებაზე. საჭიროა ბანაკის მუდმივი გაუმჯობესება, გალავნის, კარების, ფანჯრების, ღობეების და ა.შ. გამაგრება.
ცხოვრება: კრიზისიდან 1-5 წლის განმავლობაში
- დაალაგეთ ჯგუფი. დინამიკა იცვლება, წამოჭრილია პერსონალური კონფლიქტები, ყველას თავისი აზრი და ხედვა გააჩნია. გახსოვდეთ, როგორც მოსიარულე მკვდრების ერთ-ერთი პერსონაჟი რიკ გრაიმსმა თქვა: "ეს აღარ არის დემოკრატია!" აიღეთ ლიდერობა თქვენს თავზე, ჯგუფის ყველა წევრს მიეცით კონკრეტული დავალებები და დააკისრეთ კონკრეტული ფუნქციები.
- შეინახეთ საჭირო რესურსი. მოიმარაგეთ და შეინახეთ საჭირო რესურსი. იმ შემთხვევაში თუ იქნება გვალვა, სეტყვა, ქარბუქი ან ზომბების შემოსევა და თქვენს ფერმას და რესურსებს დაანგრევს, საჭმელი და სასმელი კრიზისის გადასატანად აუცილებლად უნდა გქონდეთ შენახული.
- უფრთხილდით ადამიანებს. სხვა ჯგუფები ეცდებიან თავს დაგეხსან, წაგართვან რესურსები ან თუნდაც ბანაკი. ნუ ენდობით სხვა ადამიანებს ადვილად. როცა ზომბები გაიხრწნებიან, კიდევ ერთხელ მოკვდებიან და მათგან საფრთხე აღარ იარსებებს, ცივილიზაციის აკვანი ახლიდან დაირწევა. ამ დროს კი ველური პოლიტიკა წამოიწევს წინ და სხვადასხვა ჯგუფები დომინაციის მოპოვებას ეცდებიან.
სცენარი 3: მსოფლიო ომი
მსოფლიოს უდიდესი ქვეყნები ერთმანეთს ეომებიან, კონფლიქტი უფრო და უფრო მწვავდება და დაპირისპირებული მხარეები მასობრივი განადგურების იარაღსაც იყენებენ. ომი დამთავრება, მაგრამ პლანეტა განადგურებულია და გამარჯვებული არავინაა.
მაგალითები: Fall Out, მეტრო 2033
მომზადება: ომამდე 1-5 წელი
- იყავით ინფორმირებული. ომი უცებ დაიწყება, მაგრამ კონფლიქტის ნიშნები ადრევე გაჩნდება. მიიღეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია და თვალი ადევნეთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. ეცადეთ თავიდანვე მიხვდეთ, რომ კატასტროფა ახლოსაა.
- ააშენეთ თავშესაფარი. სოფელში, აგარაკზე თუ ეზოიანი სახლი გაქვთ ეზოში, ააშენეთ მიწისქვეშა თავშესაფარი, რომელიც ატომურ ან ნებისმიერი სახის ბომბს გაუძლებს. მუდმივად განაახლეთ და შეავსეთ საჭმელი, სასმელი და სხვა აუცილებელი ნივთების მარაგი.
გადარჩენა:
პირველი ერთი კვირა:
- შედით თავშესაფარში. ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან ერთად შედით თავშესაფარში და დაელოდეთ პირველი ტალღის გადავლას. ხოლო თუ თავშესაფარი არ გაქვთ, მაშინ გაერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, ქალაქებს, სოფლებს და ა.შ.
- ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეთ რადიო. ამ პირობებში ინფორმაციის მისაღებად ყველაზე რეალური წყარო რადიოა. ეცადეთ დაიჭიროთ ინფორმაცია და გაიგოთ რა ხდება მსოფლიოში და თქვენ გარშემო.
პირველი ერთი თვე:
- შეაფასეთ სიტუაცია. თუ ატომური ბომბი თქვენს თავშესაფართან ახლოს აფეთქდა, მანდ ყოფნა რამდენიმე წელი მოგიწევთ, სანამ რადიაცია მთლიანად არ გაიფანტება და გარეთ გამოსვლა უსაფრთხო არ იქნება.
- შეინარჩუნეთ ფსიქიკური სტაბილურობა. ითამაშეთ თამაშები, ისაუბრეთ სხვა ადამიანებთან, ეცადეთ რამენაირად გაერთოთ და ყურადღება გადაიტანოთ. საღი გონების შენარჩუნება აუცილებელია. ნუ გადავარდებით ნიჰილიზმსა და სიგიჟეში.
- თუ თავშესაფარი არ გაქვთ, იპოვეთ! - გამოქვაბული ან რამე სხვა მსგავსი ბუნებრივი ან ხელოვნური თავშესაფარი აუცილებელია თქვენი გადარჩენისთვის.
ცხოვრება: კატასტროფიდან 1-5 წელი
- თუ ისევ თავშესაფარში ხართ. გამოიყენეთ რადიაციის დონის გასაზომი ხელსაწყოები და გაიგეთ რამდენად უსაფრთხოა გარემო.
- გამოდით გარეთ. გარემო როგორც კი უსაფრთხო გახდება, გამოდით თავშესაფრიდან და ეცადეთ სხვა გადარჩენილებს დაუკავშირდეთ. ფრთხილად იყავით რადიაციასთან, სხვადასხვა ადგილებში კიდევ იქნება შემორჩენილი.
- ფრთხილად სხვა ადამიანებთან. - თქვენ ალბათ პატიოსანი და ჰუმანური ადამიანი ხართ, მაგრამ ყველა ასეთი არ არის. დაეხმარეთ მათ, მაგრამ ისეც ნუ იზამთ, რომ მთელი თქვენი ჯგუფის უსაფრთხოება და კეთილდღეობა ეჭვქვეშ დააყენოთ. ბომბს გადაურჩით და ახლა ნუ ჩაგვაკვდებით ხელში.
სცენარი 4: ეპიდემია
მუტირებული ვირუსი, ბაქტერია, რომელსაც ჩვენი იმუნური სისტემა ვერ ერევა გლობალურად ვრცელდება. წამალი ჯერ არ არსებობს, ამიტომ დაავადებულები მასობრივად იხოცებიან.
მაგალითები: 12 Monkeys, Outbreak
მომზადება: კატასტროფამდე 1-5 წლით ადრე
- იცხოვრებთ ჯანსაღად. ივარჯიშეთ, კარგად იკვებეთ, იმუშავეთ სტაბილურ ფსიქიკაზე. ეპიდემიის დროს საუკეთესო ფორმაში უნდა იყოთ.
- მიხედეთ ჯანმრთელობას. ჩაიტარეთ ვაქცინაცია, რეგულარულად გაესინჯეთ ექიმს. როგორც აღვნიშნეთ, საჭიროა საუკეთესო ფორმაში იყოთ.
გადარჩენა:
პირველი კვირა
- მოერიდეთ ხალხმრავლობას. ვირუსი გადამდებია. მოერიდეთ ხალხმრავლობას.
- შექმენით პატარა ჯგუფი. თუ სხვა ადამიანებთან ერთად ჯგუფის შექმნას გადაწყვეტთ, რაც შეიძლება ცოტა ხალხი შემოიკრიბეთ გარშემო, სხვებთან ტელეფონით, ინტერნეტით და სხვა საშუალებებით დაამყარეთ კონტაქტი.
- გამოიჩინეთ უკიდურესი სიფრთხილე. გარეთ გასვლისას გაიკეთეთ პირბადე, მიიღეთ ვიტამინები და იმუნიტეტის სტიმულატორები. მუდმივად ეძიეთ ახალი ინფორმაცია.
პირველი თვე:
- ცუდად გახდომა და დაავადება დიდი რისკია. საავადმყოფოში მისვლა ამ დროს უფრო საშიში შეიძლება იყოს. თუ თქვენ ან თქვენი ჯგუფის წევრი ცუდად გახდებით, საავადმყოფოს მოერიდეთ და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიაკითხეთ მას. თუ ვირუსი შეგეყარათ - იზოლაცია აუცილებელია. დაიცავით ჰიგიენა.
- ინფორმაცია უმნიშვნელოვანესია! - ეძიეთ ახალი და სანდო ინფორმაცია. ახალი ვირუსის გაიგეთ რაც შეიძლება მეტი, როგორ გადადის, როგორ მუშაობს, რას უნდა ერიდოთ და ა.შ. არ მოუსმინოთ და ეცადეთ ჭორები ნამდვილი ამბებისგან გამოარჩიოთ.
ცხოვრება: კატასტროფიდან 1-5 წელი
- ინფორმაცია ისევ საჭიროა. მუდმივად იყავით საქმის კურსში. თვალყური ადევნეთ ინფორმაციას ვაქცინის შექმნის შესახებ.
- შექმენით განახლებადი რესურსები. თუ ვაქცინა ჯერ არ შექმნილა, დაიწყება საჭმლის, სასმლის და სხვა საჭირო ნივთების კრიზისი. ამ სცენარშიც ფერმა და განახლებადი რესურსები დაგჭირდებათ.
- დაიცავით თავი სხვა ადამიანებისგან. თუ საზოგადოება და ცივილიზაცია დაეცა, ამ შემთხვევაშიც მგლური კანონები და განუკითხაობა გელოდებათ. ნუ ენდობით სხვა ადამიანებს და დაიცავით თავი და თქვენი ჯგუფის წევრები.
სცენარი 5: უცხოპლანეტელების შემოსევა
სხვა განზომილებებიდან და პარალელური სამყაროდან გადმოსული არსებები ან სხვა პლანეტებიდან და სისტემებიდან ჩამოსული მტრულად განწყობილი სტუმრები, რომლებსაც ჩვენზე უკეთესი ტექნოლოგია აქვთ დედამიწა დაიპყრეს.
მაგალითები: სამყაროთა ომები, ბრძოლის ველი დედამიწა.
მომზადება: შემოსევამდე 1-5 წლით ადრე.
- თვალყური ადევნეთ კოსმოსურ ნიუსებს. დააკვირდით ღამის ცას, იკითხეთ ნასას რეპორტები. თუ დედამიწას რეალური საფრთხე დაემუქრება სახელმწიფოს მეთაურები და საიდუმლო ორგანიზაციები ვეღარ შეძლებენ სიმართლის დამალვას.
- დააკვირდით მეზობლებს. უცხოპლანეტელებს ჩანერგილი აგენტებიც ეყოლებათ, ისინი გადაცმულები იქნებიან ადამიანებად ან ტელეპატიის ნიჭის საშუალებით თქვენს ტვინს მოატყუებენ, რომ ადამიანს ხედავთ. დააკვირდით უცნაურად ხომ არ იქცევა თქვენი მეზობელი, მეგობარი ან მაღაზიის გამყიდველი. იყავით თავაზიანი ყველა მათგანთან, ვინ იცის იქნებ სიკვდილის ნაცვლად კოსმოსურ კატორღაში პატიმრობა და მუშაობა გაგიხერხოთ.
გადარჩენა:
პირველი ერთი კვირა
- დაიმალეთ. უცხოპლანეტელთა მოტივაცია და მოთხოვნები ძნელი გასაგები იქნება, სავარაუდოდ არც წამოაყენებენ რამე სახის ულტიმატუმს. ამიტომ გაეცალეთ მათ და იპოვეთ ისეთი ადგილი, რომელიც მათ შეიძლება ნაკლებად აინტერესებდეთ.
- იპოვეთ ნაცნობი უცხოპლანეტელი. თუ თქვენი მეზობელი ან მეგობარი უცხოპლანეტელი აღმოჩნდა, ეცადეთ მასთან დაკავშირებას. სავარაუდოდ ის უგულო რეპტილია ან უსულო მწვანე კაცი იქნება, მაგრამ ერთი ადამიანით მეტს მოკლავს ლაზერით თუ ნაკლებს, მისთვის მნიშვნელობა არ ექნება, ამიტომ მაგ თემაზე სპეკულირება დაიწყეთ და როდესაც არ მოგკლავთ, ბარემ ითავხედეთ და დახმარებაც სთხოვეთ.
პირველი ერთი თვე:
- ხალხმრავლობას მოერიდეთ. თუ პირველივე დღეებიდან ლაზერების სროლა და ადამიანების მჟავაში ამოვლება არ დაიწყეს, განაცხადეს, რომ მშვიდობით არიან მოსულები და ყველაფერი კარგად იქნება, მაინც ნუ დაუჯერებთ. მართალია, ისინი წესით, განვითარების იმ ეტაპზე იქნებიან, როცა მკვლელობა და განადგურება მათ ღირებულებით სისტემაში ძალიან დაბლა იქნება, მაგრამ იქნებ ღია კოსმოსში რამდენიმე ათასი წლის მოგზაურობის შედეგად გაგიჟებული და ჭკუიდან გადამდგარი ესკადრონი ჩამოვიდა აქ, რა იცით? ამიტომ თქვენთვის იყავით და ძალიანაც ნუ გამოიჩენთ თავს.
- დაუკავშირდით აჯანყებულებს. ერთად ებრძოლეთ მტერს. მთლად ბრძოლა და სროლა თუ არ შეგიძლიათ, რამე ფუნქციას გამოგინახავენ.
ცხოვრება: შემოსევიდან 1-5 წელი.
- გაამაგრეთ თავშესაფარი. პლანეტის დაპყრობის შემდეგ უცხოპლანეტელები რესურსების ათვისებასა და გარემოს საკუთარ თავზე მორგებას დაიწყებენ. თქვენი თავშესაფარი უნდა იყოს თვითმყოფადი და ჭირდებოდეს რაც შეიძლება ნაკლები რესურსი. რაც მთავარია, კარგად უნდა იყოს დამალული.
- იბრძოლეთ. შეუერთდით აჯანყებულებს, იბრძოლეთ მათთან ერთად და გაათავისუფლეთ პლანეტა. როგორც გინდათ, არ მაინტერესებს.
თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, გარანტიას გაძლევთ, რომ ნებისმიერი აპოკალიფსისას გადარჩებით. თუ ვერ გადარჩებით, მიპოვეთ და პასუხი მაგებინეთ, ჯანდაბას.
-
გადახედვაარეულობა ამსტერდამში — ათობით პირმა ტრამვაის ცეცხლი წაუკიდა არეულობა ამსტერდამში — ათობით პირმა ტრამვაის ცეცხლი წაუკიდა
-
გადახედვაეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
-
გადახედვაკობახიძის განცხადების გამო მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს წარმომადგენელს იბარებს კობახიძის განცხადების გამო მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს წარმომადგენელს იბარებს
-
გადახედვასაქართველოს პრეზიდენტმა ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილე მეომრები დააჯილდოვა საქართველოს პრეზიდენტმა ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილე მეომრები დააჯილდოვა
-
გადახედვაირაკლი კუპრაძე: 80-ჯერ განცხადების დაწერას არ ვაპირებთ, ერთხელ დაწერილს და იურიდიულად გამართულს შევიტანთ ირაკლი კუპრაძე: 80-ჯერ განცხადების დაწერას არ ვაპირებთ, ერთხელ დაწერილს და იურიდიულად გამართულს შევიტანთ
-
გადახედვარა უნდა გავითვალისწინოთ მეორადი ტანსაცმლის გამოყენებამდე — რისკები და სიფრთხილის ზომები რა უნდა გავითვალისწინოთ მეორადი ტანსაცმლის გამოყენებამდე — რისკები და სიფრთხილის ზომები
-
გადახედვარუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სამსახურში გადაღლა ემოციების გაკონტროლებაში გვიშლის ხელს კვლევის თანახმად, სამსახურში გადაღლა ემოციების გაკონტროლებაში გვიშლის ხელს
-
გადახედვალეონარდო დიკაპრიოს 50 წლის იუბილეს წვეულებამ მისი მეზობლები განარისხა ლეონარდო დიკაპრიოს 50 წლის იუბილეს წვეულებამ მისი მეზობლები განარისხა
-
გადახედვა13 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება 13 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება
-
გადახედვაცესკო: კანონმდებლობა დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს ცესკო: კანონმდებლობა დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს
-
გადახედვაჩინეთში ავტომობილი ხალხში შევარდა, დაიღუპა 35 ადამიანი ჩინეთში ავტომობილი ხალხში შევარდა, დაიღუპა 35 ადამიანი
-
გადახედვასაგადასახადო ამნისტიის ფარგლებში, 65 340 ფიზიკურ პირს 423 141 969,65 ლარი უკვე ჩამოეწერა საგადასახადო ამნისტიის ფარგლებში, 65 340 ფიზიკურ პირს 423 141 969,65 ლარი უკვე ჩამოეწერა
-
გადახედვაგრეტა თუნბერგი: მე ვდგავარ ქართველი ხალხის გვერდით, მათთან, ვინც იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ გრეტა თუნბერგი: მე ვდგავარ ქართველი ხალხის გვერდით, მათთან, ვინც იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ
-
გადახედვამეზვრიშვილი: სამართლებრივად, არ არსებობს "სიების ჩახსნა" პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობამდე. დანარჩენზე არ შევჩერდები მეზვრიშვილი: სამართლებრივად, არ არსებობს "სიების ჩახსნა" პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობამდე. დანარჩენზე არ შევჩერდები
-
გადახედვანახეთ: პოლონურმა სტარტაპმა ჰუმანოიდი რობოტის მოძრავი ტორსი წარადგინა ნახეთ: პოლონურმა სტარტაპმა ჰუმანოიდი რობოტის მოძრავი ტორსი წარადგინა
-
-
გადახედვამესტიის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას ბიტკოინის აპარატების გამორთვისკენ მოუწოდებს მესტიის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას ბიტკოინის აპარატების გამორთვისკენ მოუწოდებს
-
გადახედვა55 წლის წინ ორბიტაზე გაშვებულ სამხედრო თანამგზავრს ვიღაცამ ტრაექტორია შეუცვალა 55 წლის წინ ორბიტაზე გაშვებულ სამხედრო თანამგზავრს ვიღაცამ ტრაექტორია შეუცვალა
-
გადახედვა"კოალიცია ცვლილებისთვის" და "ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობა" მანდატებზე უარს ამბობს "კოალიცია ცვლილებისთვის" და "ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობა" მანდატებზე უარს ამბობს
-
დისკუსია: კატასტროფულ სიტუაციებში გამოსადეგი რა უნარები გაგაჩნიათ?