ჰუავეის სმარტფონებში ფეისბუქი, ინსტაგრამი და WhatsApp დაყენებული აღარ დაგხვდებათ
ჰუავეის საკუთარ სმარტფონებში ფეისბუქის აპლიკაციების წინასწარ დაყენების უფლება აღარ აქვს.
კომპანიის სმარტფონებში WhatsApp-ის, ფეისბუქისა და ინსტაგრამის დაყენება Play Store-დან კვლავ შესაძლებელი იქნება, თუმცა ჰუავეის ამ აპლიკაციების ქარხნულად დაყენების უფლება აღარ ექნება.
როგორც ჩანს, ფეისბუქს ჰუავეისთან მიმართებაში რადიკალური პოზიცია უჭირავს. მაგალითად, გუგლმა დროებითი ლიცენზია მოიპოვა, რომლის ფარგლებშიც ის ჰუავეის ამჟამინდელი სმარტფონებისთვის უსაფრთხოების განახლებებს კვლავ გამოუშვებს.
აღნიშნული სიახლე ჰუავეისთვის, რა თქმა უნდა, უსიამოვნოა, თუმცა კომპანია ამჟამად ბევრად უფრო დიდი პრობლემების წინაშე დგას. Google-სა და ARM-თან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ კომპანიას გუგლისა და ანდროიდის სერვისებზე წვდომა აღარ ექნება, გარდა ამისა, ჰუავეი ვეღარც ახალი პროცესორების შექმნას შეძლებს.
კომენტარები