გუგლის AI ადამიანებს უკვე ონლაინ თამაშებშიც სჯობნის
ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანებს თამაშებში უკვე დიდი ხანია აჯობა, თუმცა ალგორითმებს უპირატესობა ძირითადად მხოლოდ ისეთ თამაშებში ჰქონდათ, რომლებშიც მხოლოდ ორი მოთამაშე მონაწილეობს.
გუგლის ხელოვნურმა ინტელექტმა DeepMind-მა შექმნა პროგრამა, რომელი ადამიანებს ონლაინ შუტერებშიც უგებს. ახალი ალგორითმი იმდენად მოხერხებული აღმოჩნდა, რომ ის ადამიანებს იმ შემთხვევებშიც კი ამარცხებდა, როდესაც მისი ეფექტურობა "დაბალზე" იყო დაყენებული.
DeepMind-მა ექსპერიმენტები თამაშ Quake III Arena-ზე, ორდროშობანას რეჟიმში ჩაატარა. ორდროშობანა მარტივი თამაშია. არის ორი გუნდი, თითოეულის მიზანი კი მოწინააღმდეგე გუნდის დროშის მოპარვა და მისი საკუთარ ბაზაზე დაბრუნებაა. გუნდი, რომელიც ხუთ წუთში ყველაზე მეტ დროშას მოიპოვებს, გამარჯვებულია.
12-საათიანი ვარჯიშის შემდეგაც კი, ადამიანებისგან გუნდი თამაშების მხოლოდ 25 პროცენტის მოგებას ახერხებდა.
ონლაინ თამაშებში მოსაგებად საჭიროა სტრატეგია, ტაქტიკა და კოორდინაცია. სწორედ ამის გამო დიდი ხნის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი ასეთ თამაშებში წარმატებას ვერ აღწევდა.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში DeepMind-მა ხელოვნური ინტელექტი Quake III Arena-ს გამოყენებით გაწრთვნა. ახალი მიდგომით კომპანიამ AI-ს მოთამაშეები არა ინდივიდუალურად, არამედ ერთ ჯგუფად გაწრთვნა.
ახალი მიდგომის გამოყენებით ალგორითმმა ისწავლა, თუ როგორ უნდა შეეთანხმებინა საკუთარი "მოთამაშეების" ქცევა თამაშის მოსაგებად.
კომპანიამ თამაშები მრავალი სხვადასხვა კომბინაციით ჩაატარა, ზოგჯერ ადამიანების გუნდი ხელოვნური ინტელექტის გუნდს ეთამაშებოდა, ზოგჯერ კი მოთამაშეები შერეულები იყვნენ.
აღსანიშნავია, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა გუნდურ თამაშში ადამიანებს რამდენჯერმე აჯობა კიდეც.
დღეიდან ონლაინ თამაშები კიდევ ერთი სფეროა, რომელშიც მანქანებმა ადამიანებს აჯობეს. რა იქნება შემდეგი?
კომენტარები