რას ნიშნავს LGBT და სხვა ასოები
17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ყველა ღონისძიება, რომელიც ამ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იმართება, ერთსა და იმავე მიზანს ემსახურება: მეტი გავიგოთ ლგბტქ+ საზოგადოების შესახებ. სტერეოტიპებისა და მითების უდიდესი ნაწილი ხომ სწორედ არცოდნისგან მოდის. იქ, სადაც ინფორმაციის ნაკლებობაა, ხშირად ცრუ წარმოდგენები და ყურმოკრული ამბები ჩნდება. ამიტომაც, ვეცდებით, ამ სტატიით ოდნავ მაინც შევავსოთ სასაუბრო სივრცე.
არაჰომოფობი, მაგრამ ამავე დროს არააქტივისტი ადამიანების საუბარში ხშირად მოისმენთ ასეთ ფრაზებს: ლგბტ გასაგებია, მაგრამ ეს ქ რომ დაამატეს, რას ნიშნავს?
ტერმინებით დაბნეულობას ჩვენს ქვეყანაში (და არა მხოლოდ) ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. ფემინიზმი და გენდერული თანასწორობა მეტნაკლებად დავიმახსოვრეთ, მაგრამ სექსუალური ორიენტაციების მრავალფეროვან სამყაროში ნავიგაცია ჯერაც გვიჭირს.
პირველ რიგში, დავიწყოთ LGBTQIA-ს გაშლით. მასში თითოეული ასო თითო იდენტობის აღმნიშვნელია:
L - ლესბოსელი
G - გეი
B - ბისექსუალი
T - ტრანსგენდერი
Q - ქვიარი
I - ინტერსექსი
A - ასექსუალი
+ ნიშანი კი აღნიშნავს ყველა იმ გენდერულ, სექსუალურ თუ რომანტიკულ იდენტობას, რომლებიც: ან ნაირსახეობაა ზემოთჩამოთვლილი შვიდისა, ან ცალკეულ თვითმყოფად იდენტობებად არსებობს.
ლესბოსელი
ლესბოსელი არის ჰომოსექსუალი ქალი, რომელსაც სექსუალური და რომანტიკული ლტოლვა უჩნდება მხოლოდ ქალების მიმართ. ჰომოსექსუალი ქალი შესაძლოა მოვიხსენიოთ როგორც გეი, ან ქვიარი, თუმცა საქართველოში ყველაზე გავრცელებულია ტერმინი ლესბოსელია.
Lesbian Pride დროშის სხვადასხვა ვერსია არსებობს. მათგან ოფიციალურ ვერსიად არც ერთი ითვლება, თუმცა მოცემული დროშა, სახელად Lipstick Lesbian ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია
ცნობილი ლესბოსელი ქალები არიან: ელენ დეჯენერესი, ელენ პეიჯი, სარა პოლსონი, რუბი როუზი და სხვა…
გეი
გეი – იგივე ჰომოსექსუალი. ჰომოსექსუალ ადამიანს ლტოლვა მხოლოდ საკუთარი სქესის მიმართ უჩნდება. უფრო ხშირად ამ ტერმინით მამრობითი სქესის ჰომოსექსუალებს მოიხსენიებენ, თუმცა ამავე ტერმინის გამოყენება შეიძლება მდედრობითი სქესის ჰომოსექსუალი ადამიანების დასახასიათებლადაც.
ცნობილი გეი მამაკაცები არიან: ელტონ ჯონი, ფრედი მერკური, ლეონარდო და ვინჩი, ენდი უორჰოლი, ოსკარ ვაილდი და სხვა…
ბისექსუალი
ბისექსუალია ადამიანი, რომელსაც ორივე (მამრობითი და მდედრობითი) სქესი იზიდავს. ბისექსუალებს ხანდახან უყალიბდებათ გარკვეული პრეფერენცია ზემოთხსნებული ორი სქესიდან რომელიმე ერთის მიმართ. ეს ბუნებრივია და არ ნიშნავს, რომ ადამიანი "ნამდვილი ბისექსუალი” არ არის.
Bisexual Pride დროშა: დიზაინში ვარდისფერი ჰომოსექსუალობას აღნიშნავს, ლურჯი – ჰეტეროსექსუალობას, მათი გადაკვეთის შედეგად წარმოქნილი იისამნისფერი კი მიქსს – ბისექსუალობას. დროშის დიზაინის ავტორი, მაიკლ პეიჯი აღნიშნავს: "იასამნისფერი ის ფერია, რომელიც შეუმჩნევლად გადადის ვარდისფერშიც და ლურჯიც, ისევე როგორც ბისექსუალები ხშირად შეუმჩნეველნი არიან ორივე (ჰეტეროსექსუალთა და ჰომოსექსუალთა) მხარისათვის"
ცნობილი ბისექსუალები: ვირჯინია ვულფი, ანჯელინა ჯოლი, დეივიდ ბოუი, დრიუ ბერიმორი, ჯენის ჯოპლინი და ასე შემდეგ.
ტრანსგენდერი
ტრანსგენდერია ადამიანი, რომლის სქესიც არ ემთხვევა მის გენდერულ იდენტობას. ტრანსგენდერი ადამიანები საკუთარი თავის იდენტიფიკაციას შეიძლება ახდენდნენ ტრანსგენდერ ქალებად (ბიოლოგიური კაცი, რომელიც იდენტიფიკაციას ახდენს, როგორც ქალი) და ტრანსგენდერ კაცებად (ბიოლოგიური ქალი, რომელიც იდენტიფიკაციას ახდენს, როგორც კაცი). ტრანსგენდერმა ადამიანმა შეიძლება გადაწყვიტოს, შეცვალოს საკუთარი სხეული ჰორმონულად ან/და ქირურგიული გზით.
Transgender Pride დროშა: დიზაინში თეთრი წარმოადგენს ყველა იმ ადამიანს, რომელიც გარდამავალ პერიოდშია ან საკუთარ თავს არც ერთ კონკრეტულ გენდერს არ მიაკუთვნებს.
ცნობილი ტრანსგენდერები არიან: რეჟისორი ვაჩოვსკები, კეიტლინ ჯენერი, ლავერნ კოქსი, ჯეზ ჯენინგსი და სხვა.
აქვე კიდევ ერთი ტერმინი: სისგენდერი არა-ტრანსგენდერს ნიშნავს. სისგენდერია ინდივიდი, რომლის ბიოლოგიური სქესიც მის გენდერულ იდენტობას ემთხვევა. მაგალითად, მამაკაცი, რომელიც თავს გრძნობს და დაიბადა მამაკაცად, ითვლება სისგენდერად. სისგენდერი შეიძლება იყოს პარალელურად გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი, პანსექსუალი ან სხვა ორიენტაციის მატარებელი.
ქვიარი
ქვიარი ზემოთჩამოთვლილ სექსუალობათაგან განცალკევებული ორიენტაცია არ გახლავთ. მოცემული ტერმინი ე.წ. ქოლგა ტერმინია და ლგბტქ+ საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს მოიცავს. მარტივად რომ ვთქვათ, ნებისმიერი განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანი ქვიარია. ქვიარი გარკვეულწილად კრებითი სახელის ფუნქციასაც ითავსებს და მაგალითად: “გეი–კულტურა” დღეს უკვე “ქვიარ–კულტურად” იწოდება, ვინაიდან ლგბტქ+ საზოგადოების მასშტაბი გეი, ლესბოსელი და ტრანსგენდერი ადამიანების წრეს გასცდა და ბევრად ფართო ცნება გახდა. შესაბამისად “ქვიარი” მეგობრული ტერმინი და მთელი კონცეფციის ადაპტირებული ვერსიაა. როდესაც გინდათ რაიმე მოყვეთ თქვენს მეგობრებზე, რომლებიდანაც ზოგი ბისექსუალია, ზოგი - ლესბოსელი, ზოგიც – გეი და ა.შ. ამის სათითაოდ ჩამოთვლის მაგივრად უბრალოდ შეგიძლიათ აღნიშნოთ: “ჩემი ქვიარი მეგობრები…” და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე განაგრძოთ მოყოლა.
ინტერსექსი
ინტერსექსი არის ადამიანი, რომელსაც ანატომიურად ორივე სქესის მახასიათებელები აქვს. სამწუხაროდ, მედიცინაში ხშირია პრაქტიკა, როდესაც ახალშობილ ინტერსექს ადამიანს სქესს ექიმი მშობელთან შეთანხმებით ან სულაც, დაუკითხავად “ურჩევს”. ზრდასრული ინტერსექსი ადამიანები ხშირად გამოდიან ამ პრაქტიკის წინააღმდეგ და მიიჩნევენ რომ ამ გადაწყვეტილების ადამიანის მაგივრად მიღება არასწორია, ვინაიდან მაღალია შანსი იმისა რომ მოგვიანებით მისი გენდერული იდენტობა არ ემთხვეოდეს სქესს რომელიც ექიმმა “აურჩია”.
Intersex Pride დროშა: დიზაინში ყვითელი და იასამნისფერია გამოყენებული ვინაიდან ეს ორი შემქმნელების მიერ "ჰერმაფროდიტ" ფერებად მოიაზრება. წრე კი სისრულისა და მთლიანობის სიმბოლოა, რასაც ინტერსექსი ადამიანები ესწრაფვიან საკუთარი იდენტობის დაცვითა და იმ უფლების მოთხოვნით, რომ იყვნენ ისინი, ვინც თავად უნდათ, რომ იყვნენ.
ინტერსექს თემაზე დაწერილია 21-ე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი, ჯეფრი ეუჯენიდისის Middlesex, რომელმაც პულიცერის პრემია დაიმსახურა.
ასექსუალი
ეს უკანასკნელი ხილვადობით ერთ-ერთი ყველაზე შეუმჩნეველი სექსუალობაა, თუმცა არ ნიშნავს, რომ მოცემული სექსუალობის ადამიანები ჩვენ გარშემო არ არსებობენ. იმ სოციუმში, სადაც სექსუალურ ცხოვრებაზე ყურადღება ხშირად მახვილდება, ასექსუალები თავს ხშირად გარიყულად გრძნობენ. ასექსუალი არის ადამიანი, რომელიც არ განიცდის სექსუალურ ლტოლვას არავის მიმართ. ეს არ გამორიცხავს რომანტიკულ ურთიერთობას კონკრეტულ ადამიანთან და არც რაიმე ტიპის სამედიცინო პრობლემაა. ის არანაირ კავშირშია კონკრეტულ სექსუალურ გამოცდილებებთან და შესაბამისად, ასექსუალებს არასდროს არ უნდა უთხრათ, რომ "ვინმე შესაფერისს შეხვდებიან და ყველაფერი მოგვარდება".
Asexual Pride დროშა: დიზაინში შავი ფერი ასექსუალობას აღნიშნავს. ნაცრისფერი – გრეი–სექსუალობას, ანუ ასექსუალობასა და სექსუალობას შორის არსებული სპექტრის შუაში მყოფ ინდივიდებსა და დემისექსუალებს. თეთრი – ქვიარ–მეგობრულ ჰეტეროსექსუალთა (allies) სიმბოლოა; ხოლო იასამნისფერი – თემის სიმბოლო.
აქვე პასუხი ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ კითხვაზე ასექსუალობასთან დაკავშირებით: მასტურბირებენ თუ არა ასექსუალები? ყველაფერი ინდივიდუალურია. ზოგიერთ ასექსუალს აქვს სექსუალური მოთხოვნილება და მასტურბირებს, თუმცა სექსუალური პარტნიორის ყოლის სურვილი ან ვინმეს მიმართ სექსუალური მიზიდულობა არ გააჩნია. ნაწილი კი სექსუალურ ლტოლვას არც ერთ დონეზე განიცდის და შესაბამისად არც მასტურბირებს.
ცნობილი ასექსუალები: ნიკოლა ტესლა, ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტი, ისააკ ნიუტონი...
ჰეტეროსექსუალი
ეს სექსუალური ორიენტაცია გულისხმობს, რომ ადამიანს საპირისპირო სქესის ინდივიდები იზიდავს. ხშირად მოცემული სექსუალობის ინდივიდებს საქართველოში მოიხსენიებენ როგორც ტრადიციული ორიენტაციის მქონეს, საერთაშორისოდ კი მეტად გავრცელებულია მიმართვები: სთრეითი ან ჰეტერო.
უნდა აღინიშნოს, რომ ჰეტეროსექსუალი ადამიანების ერთი ნაწილი თავს ქვიარ თემის წევრად მიიჩნევს, ვინაიდან ჩართულია ქვიარ-აქტივიზმსა და თანაბარი უფლებებისათვის ბრძოლაში. ამგვარად განწყობილ ჰეტეროსექსუალებს ხშირად მოიხსენიებენ როგორც – allies, რაც მოკავშირეს, მეგობრულად განწყობილ მხარეს ნიშნავს. ასე რომ, თუ თქვენ ჰეტეროსექსუალი ხართ და მხარს უჭერთ თანაბარი უფლებებისთვის ბრძოლას, შეგიძლიათ თამამად ჩათვალოთ 17 მაისი თქვენს დღედ.
თუ ეს ყველაფერი ისედაც იცოდით, გინდათ, ცოტა კიდევ ჩავუღრმავდეთ?
დემისექსუალი
დემისექსუალობა ასექსუალობის სპექტრზე მდებარე ერთერთი ყველაზე გავრცელებული სექსუალობაა. დემისექსუალია ადამიანი, რომელიც სექსუალურ ლტოლვას განიცდის მხოლოდ იმ ინდივიდ(ებ)ის მიმართ, რომლებთანაც რაიმე დონის ემოციური კავშირი გააჩნია.
Demisexual Pride დროშა: დიზაინში შავი ასექსუალობას აღნიშნავს. ნაცრისფერი – გრეი–სექსუალობას, ანუ ასექსუალობასა და სექსუალობას შორის არსებული სპექტრის შიგნით მყოფ ინდივიდებსა და დემისექსუალებს. თეთრი – სექსუალობის სიმბოლოა; ხოლო იასამნისფერი – მთლიანად თემის.
ასექსუალებისაგან განსხვავებით, დემისექსუალები არ განიცდიან სექსუალობის სრულ უქონლობას; მათ უჩნდებათ ლტოლვა, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ რაც კონკრეტულ ადამიანთან უკვე ჩამოუყალიბდათ გარკვეული რომანტიკული ან ემოციური კავშირი. დემისექსუალი შეიძლება იყოს პარალელურად გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი, პანსექსუალი ან სხვა ორიენტაციის მატარებელი ადამიანი.
პანსექსუალი
პანსექსუალია ადამიანი, რომელიც მიზიდულობას ნებისმიერი გენდერის მიმართ განიცდის. ხშირად ისინი ბისექსუალებში ეშლებათ, თუმცა განსხვავება საკმაოდ მარტივია: ბისექსუალებს მხოლოდ ქალები და მამაკაცები იზიდავთ, პანსექსუალებს კი: ტრანსგენდერები, არა–ბინარული და ნებისმიერი სხვა გენდერული იდენტობის მატარებელი ინდივიდებიც.
Pansexual Pride დროშა. დიზაინში ვარდისფერი ქალს აღნიშნავს, ცისფერი – მამაკაცს, ყვითელი კი – ყველა სხვა გენდერს.
პანსექსუალები ხშირად აღნიშნავენ, რომ ადამიანის მიმართ მიზიდულობის გაჩენისას გენდერს არ აღიქვამენ, როგორც ერთ-ერთ ფაქტორს და უშუალოდ ინდივიდის მიმართ არსებულ მიზიდულობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ცნობილი პანსექსუალები არიან: შეილინ ვუდლი, მადონა და სხვა.
რაც შეეხება ყველაზე ცნობილ დროშას
LGBT Pride დროშა 1978 წელს შექმნა სან–ფრაცისკოელმა არტისტმა გილბერტ ბეიქერმა. დროშას თავდაპირველად ცისარტყელის ყველა ფერი ჰქონდა, ზემოდან კი დამატებითი ვარდისფერი ზოლი. ვარდისფერი სექსუალობას აღნიშნავდა, წითელი – ცხოვრებას, ნარინჯისფერი – სიჯანსაღეს, ყვითელი – მზის სინათლეს, მწვანე – ბუნებას, ცისფერი – ხელოვნებას, ლურჯი – ჰარმონიას, იასამნისფერი კი – სულიერებას. მოგვიანებით დროშას ვარდისფერი ჩამოშორდა. ასევე დიზაინიდან ამოვარდა ცისფერი ზოლიც. (რისი ზუსტი მიზეზიც უცნობია და მრავალი სხვადასხვა ვერსია არსებობს.) დღეს დროშა ზუსტად ზემოთმოცემული (6-ფეროვანი) სახით გვაქვს.
როგორც ხედავთ, სექსუალობა და გენდერი იმაზე გაცილებით მრავალფეროვანი ფენომენია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ყველა ადამიანი გარკვეულ, ინდივიდუალურ იდენტობას ატარებს; თუმცა ბუნებრივია ისიც, რომ ზოგიერთი ინდივიდი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას არც ერთი სექსუალობის ნიშნით ახდენს და თავს იკავებს რომელიმე იარლიყის ქვეშ მოქცევისგან. ასეთ დროს უმჯობესია არავინ ვაიძულოთ მაინცდამაინც ერთი “ამოირჩიოს”. დასაშვებია ისიც რომ ხანდახან შეიძლება ტერმინებში ავიბნეთ, ან რომელიმე სექსუალობის მახასიათებელი ოდნავ განსხვავებულად აღვიქვათ. სხვის იდენტობაში გარკვევა და მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნა მარტივი სულაც არ არის. მთავარია გვახსოვდეს რომ იმის მიუხედავად თუ რა გენდერულ იდენტობას ვატარებთ და ვინ გვიზიდავს სექსუალურად თუ რომანტიკულად, ყველა თანაბარ უფლებებსა და პატივისცემას ვიმსახურებთ.
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
-
გადახედვაშ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება შ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება
-
გადახედვათავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს თავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს
-
გადახედვა21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს 21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს
-
გადახედვასაზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვამამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი! მამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი!
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
-
გადახედვაგიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს გიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს
-
გადახედვავიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს ვიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს
-
გადახედვამაგდებურგის საშობაო ბაზარზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა მაგდებურგის საშობაო ბაზარზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა
-
გადახედვა"ხორუმით ევროპისკენ" – ამ ლოზუნგით ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოცეკვავეები ხორუმის მწკრივით მსვლელობას მართავენ "ხორუმით ევროპისკენ" – ამ ლოზუნგით ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოცეკვავეები ხორუმის მწკრივით მსვლელობას მართავენ
-
გადახედვაქუთაისში მთავარი ნაძვის ხე პროტესტის ფონზე აინთო ქუთაისში მთავარი ნაძვის ხე პროტესტის ფონზე აინთო
კომენტარები