"რუსეთის ჯაშუშმა" ვეშაპმა წყალში ჩავარდნილი აიფონი პატრონს დაუბრუნა
როგორც ჩანს, რუს ჯაშუშად შერაცხული დაკარგული ვეშაპი ნორვეგიული წყლების დატოვებას არ აპირებს.
ინსტაგრამზე გავრცელდა კლიპი, სადაც ჩანს, თუ როგორ აბრუნებს წყალში ჩაძირულ აიფონს ცნობილი ვეშაპი.
თეთრი ვეშაპი ნორვეგიელმა მეთევზეებმა პირველად დაახლოებით 2-3 კვირის წინ დააფიქსირეს, რომლებმაც ცხოველის კისერზე სპეციალური სამაგრი შენიშნეს, წარწერით "Equipment St. Peterburg."
გაწრთვნილი ვეშაპის წარმომავლობა უცნობია, თუმცა ზღვის ბიოლოგიის პროფესორის, ოდუნ რიკარდსენის თქმით, ვეშაპის საქმეში სავარაუდოდ მურმანსკში ბაზირებული რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალები უნდა იყოს ჩართული.
"ცნობილია, რომ რუსეთს მოშინაურებული ვეშაპები ჰყავს და როგორც ჩანს, მათი ნაწილი ახლა ბუნებაშია", — აცხადებს ის.
ნაპოვნი ვეშაპი ადამიანებთან მიმართებაში განსაკუთრებით მეგობრულია, ის ნავებთან მისვლას და მათ ადევნებას არ ერიდება. ის ადამიანებს ცხვირზე მოფერების უფლებასაც აძლევს.
გაიგეთ მეტი:
კომენტარები