ვეგანური ბურგერები ადამიანებს უფრო აკმაყოფილებს, ვიდრე ხორცის
როგორ ფიქრობთ, რომელი კერძის მირთმევის შემდეგ იქნებით უფრო გულასუყებული, ტრადიციული, ყველასთვის საყვარელი ჩიზბურგერით თუ ტოფუსგან დამზადებული ვეგანური ბურგერით? კვლევის თანახმად, გამარჯვებული ვეგანური ბურგერია.
კვლევის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის დეკემბერში ჟურნალ Nutrients-ში გამოქვეყნდა, 60 კაცი მონაწილეობდა.
კვლევის შედეგებმა კი მეცნიერების გაკვირვება გამოიწვია, ყველა მათგანი თავს ვეგანური ბურგერის მირთმევის შემდეგ უფრო დაკმაყოფილებულად გრძნობდა. როგორც ირკვევა, ვეგანური საკვები საჭმლის მომნელებელი სისტემის ჰორმონების დიდი რაოდენობის წარმოქმნას განაპირობებს. ეს ჰორმონები კი გლუკოზის მეტაბოლიზმსა და ენერგიის ჰომეოსტაზს არეგულირებს.
ამ ჰორმონების ზუსტი გავლენა ჯერ კიდევ შეუსწავლელია, თუმცა მეცნიერები მათ ხედავენ ერთ-ერთ გზად, რომლითაც დიაბეტისა და ჭარბწონიანობის მკურნალობა შეიძლება.
"ჩვენი შედეგები მიუთითებს, რომ ხორცისგან განსხვავებით, ვეგანური საკვების მირთმევისას დაკმაყოფილების უფრო მაღალი შეგრძნება ჩნდება", — აცხადებენ კვლევის ავტორები.
აღსანიშნავია, რომ უხორცო ბურგერების წარმოება 99%-ით ნაკლებ წყალს, 93%-ით ნაკლებ მიწასა და 50%-ით ნაკლებ ენერგიას მოითხოვს. ასევე 90%-ით ნაკლებია წარმოების პროცესში გამოყოფილი სათბურის გაზებიც.
აღსანიშნავია, რომ კვლევას გარკვეული შეზღუდვებიც გააჩნდა. მაგალითად, ის მცირემასშტაბიანია და მასში მხოლოდ კაცები მონაწილეობდნენ. ასევე კვლევაში მხოლოდ ორი განსხვავებული კერძი შეისწავლეს. მიუხედავად ამისა, მეცნიერები თვლიან, რომ ვეგნაური რაციონი შესაძლოა დიაბეტსა და ჭარბწონიანობასთან საბრძოლველად ეფექტური გზა იყოს.
კომენტარები