InSight-მა მარსზე პირველი მიწისძვრა დააფიქსირა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
6 აპრილს NASA-ს ხომალდმა, InSight-მა მარსზე მიწისძვრა პირველად დააფიქსირა.
ჩანაწერი NASA-მ ტვიტერზე სამშაბათს გამოაქვეყნა და მასში ხომალდის მიერ დაფიქსირებული მიწისძვრას შეგვიძლია "მოვუსმინოთ".
"ჩვენ ამას უკვე რამდენიმე თვეა რაც ველოდებით. ახლა კი როგორც იქნა გვაქვს იმის მტკიცებულება, რომ მარსი სეისმურად აქტიურია", - აცხადებს InSight-ის სეისმომეტრის ხელმძღვანელი ფილიპ ლოგნონი.
"ჩვენ ამ დრომდე მხოლოდ და მხოლოდ ფონურ ხმაურს ვაფიქსირებდით, მიწისძვრის დაფიქსირებამ კი პრაქტიკულად ახალი დარგი, მარსის სეისმოლოგია წარმოშვა", - აცხადებს NASA-ს გეოფიზიკოსი ბრიუს ბენერდტი.
კომენტარები