რობოტის ფეხმა სიარული პროგრამირების გარეშე და შემაშინებლად მოკლე დროში ისწავლა
ფოტო: Matthew Lin
ჩვეულებრივ, როდესაც ბავშვი უფროსების თხოვნის გარეშე პირველად აკეთებს რამეს, მისი მშობლები სიამაყით ივსებიან. სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებს ასეთი დრო ახლახანს დაუდგათ.
მკვლევართა ჯგუფი ამტკიცებს, რომ მათ შექმნეს პირველი ხელოვნური ინტელექტის მიერ კონტროლირებული რობოტის კიდური, რომელსაც სიარულის სწავლა წინასწარი დაპროგრამირების გარეშე შეუძლია.
ალგორითმი, რომელიც მათ გამოიყენეს, რეალური ბიოლოგიური პროცესებითაა შთაგონებული. ზუსტად ისე, როგორც ცხოველების ნაწილს შეუძლია დაბადებიდან სულ ცოტა ხანში აიდგას ფეხი, ასევე ამ რობოტსაც არასტრუქტრურიებული თამაშიდან სულ რაღაც ხუთი წუთის შემდეგ შეუძლია მიხვდეს, როგორ გამოიყენოს თავისი ცხოველის მსგავსი მყესები.
"სახეობათა უნარი, ისწავლონ და მოარგონ თავიანთი მოძრაობები საკუთარი სხეულისა და გარემოს ცვლილებებს, თავიდანვე იყო ევოლუციური პროცესის ძლიერი მამოძრავებელი ფაქტორი", - განმარტავს სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების სპეციალისტი და პროექტის თანაავტორი, ბრაიან კონი, - "ჩვენი მიღწევა წარმოადგენს რობოტთა გაძლიერებისკენ გადადგმულ ნაბიჯს. მიზანი კი ისაა, რომ მათ, ცხოველების მსგავსად, ყოველ ახალ გამოცდილებაზე დაყრდნობით ისწავლონ გარემოზე მორგება და ასე განვითარდნენ".
ფოტო: Matthew Lin
დღეისათვის რობოტების უმეტესობას სამყაროსთან ინტერაქციისთვის მოსამზადებლად თვეები ან წლები სჭირდება. მაგრამ ამ ახალი ალგორითმით მკვლევართა ჯგუფი მიხვდა, თუ როგორ შეექმნა ისეთი რობოტები, რომლებიც, უბრალოდ, ქმედებით ისწავლიდნენ. რობოტოტექნიკაში ამას ძრავას ტიტინს უწოდებენ, რადგან ის ბავშვების მიერ ლაპარაკის სწავლის პროცესს იმიტირებს.
"ტიტინის ფაზის დროს სისტემა თვითნებურ ბრძანებებს უგზავნის ძრავებს და სახსრის მოძრაობებს აფიქსირებს", - განუცხადა კვლევის თანაავტორმა, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის ინჟინერმა, ალი მარჯანინეჯადმა ჟურნალ PC Mag.-ს, - "ამაზე დაყრნობით, ის გამოწვრთვნის სამფენიან ნერვულ ქსელს, რათა გამოიცნოს, რომელი მოძრაობა რა ტიპის ბრძანების შედეგად შესრულდება. შემდეგ ჩვენ მას დავალების გაკეთებას დავაწყებინებთ და კარგ ქცევას წავახალისებთ".
ყოველივე ეს ნიშნავს იმას, რომ, როდესაც რობოტიკოსები კოდს წერენ, მათ აღარ სჭირდებათ ზუსტი განტოლებები, დახვეწილი კომპიუტერული სიმულაციები ან დავალების შესრულების სრულყოფის მისაღწევი ათასობით ცდა.
ამის ნაცვლად, ამ ახალი ტექნოლოგიის საშუალებით, რობოტს შეუძლია, საკუთარი კიდურებისა და გარემოს შიდა გონებრივი რუკა შექმნას და ზრდასთან და ცოდნის დაგროვებასთან ერთად დახვეწოს თავისი სამი მყესით და ორსახსრიანი კიდურით მოძრაობა და სამყაროსთან ურთიერთქმედება.
რობოტების ცხოვრების პირველ წუთებზე დაკვირვებით მკვლევარებმა შეამჩნიეს, რომ ზოგიერთმა რობოტმა სიარულის საკუთარი მანერაც კი განივითარა.
"თქვენ შეგიძლიათ, დერეფნის ბოლოში მყოფის ვინაობა მისი სიარულის მანერაზე დაყრდნობითაც ამოიცნოთ, ასე არაა?" - განმარტავს ამ ფენომენს ბიოსამედიცინო ინჟინერი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტიდან და კვლევის თანაავტორი, ფრანცისკო ვალერო კუევასი, - "ჩვენი რობოტი პრობლემის მოსაგვარებლად თავის შეზღუდულ გამოცდილებას იყენებს, რაც შემდეგ ხდება მისი პირადი ჩვევა ან ხასიათი - ჩვენ ვიღებთ ფრთხილად მოსიარულეს, ზანტად მოსიარულეს, თავდაჯერებით მოსიარულეს და ასე შემდეგ".
ალი მარჯანინეჯადი და დოქტორი ვალერო კუევასი რობოტი კიდურის ტესტს ამზადებენ.
ფოტო: Matthew Lin
ეს ისეთი მიღწევაა, რაზეც ბიოლოგები და რობოტიკოსები დიდხანს ოცნებობდნენ. კვლევის ავტორები ამტკიცებენ, რომ ამას შეუძლია მომავალ რობოტებს მისცეს "შესაშური მრავალფეროვნება, შეგუების უნარი, გამძლეობა და ხერხემლიანთა დარი სისწრაფე ყოველდღიური ამოცანების შესრულების დროს".
მსგავსი ტექნოლოგიიის შესაძლებლობები მხოლოდ ჩვენი წარმოსახვითაა შეზღუდული.
ამ ახალი ძლიერი ალგორითმით ჩვენ, შიძლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს გაუმჯობესებული პროთეზები შევთავაზოთ ან გავაგზავნოთ რობოტები საშიშ თუ უცნობ ადგილებში კვლევების ან სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლად.
"მე ვფიქრობ, რომ ამ ტიპის რობოტები რამდენიმე წუთში შეძლებენ იმის სწავლას, რასაც ცხოველები თვეებს ანდომებენ", - ამბობს გუნდის ერთ-ერთი წევრი და ბიოსამედიციონო ინჟინერი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, დარიო ურბინა მელენდესი, - "ჩვენი ნამუშევარი, რომელიც ეყრდნობა ინჟინერიის, ხელოვნური ინტელექტის, ანატომიის და ნეირომეცნიერების სფეროებს, იმის ნათელი მაგალითია, რომ ამის მიღწევა სრულიად შესაძლებელია".
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
კომენტარები