360-გრადუსიანი ვიდეო, რომლითაც ირმის ნახტომის ცენტრში იმოგზაურებთ
თუ გაინტერესებთ როგორ გამოიყურება ირმის ნახტომი ახლოდან, ეს თქვენი შანსია.
ჩანდრას რენტგენული ტელესკოპით შეგროვებული ინფორმაციითა და ნასას ამესის კვლევითი ცენტრის სუპერკომპიუტერის გამოყენებით, შეიქმნა 360-გრადუსიანი ვიდეო, რომლითაც ჩვენი გალაქტიკის — ირმის ნახტომის ცენტრში აღმოჩნდებით.
"ვიდეოში ჩანს გიგანტური ვარსკვლავების მიერ წარმოქმნილი ძლიერი მზიური ქარები და მათ მიერ შექმნილი ტურბულენტური გარემო", - ნათქვამია ნასას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვიდეოში ლურჯითა და ცისფერი ფერით გავარვარებული გაზის მიერ გამოსხივებული რენტგენის რადიაციაა გამოსახული, მოწითალო და სტაფილოსფერი ფერებით კი შედარებით დაბალი ტემპერატურის მქონე გაზია აღნიშნული, ყველაზე დაბალი ტემპერატურის გაზი ყვითელი ფერითაა მონიშნული.
ვიდეოში კარგად ჩანს, თუ როგორ კრეფს სიჩქარეს გავარვარებული გაზი გალაქტიკის ცენტრში არსებულ შავ ხვრელთან მიახლოებისას.
ნასა აღნიშნულ ვიზუალიზაციას შავი ხვრელებისა და მათ გარშემო არსებული გარემო პირობების შესასწავლად გამოიყენებს.
კომენტარები