AI-ს გამოყენებით Google ახლა ყოველდღიურად დამატებით 100 მლნ. სპამ შეტყობინებას ბლოკავს
Google-მა სპამ შეტყობინებების გასაფილტრად საკუთარ მფლობელობაში არსებული მანქანური დასწავლის სისტემა, TensorFlow გამოიყენა. ახალი ფილტრები წინა თვეში გააქტიურდა, კომპანიის თქმით, ამჟამად Gmail ყოველდღიურად დამატებით 100 მილიონ სპამ შეტყობინებას ბლოკავს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ Gmail-ს ერთ მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს, ერთი მილიონი თითქოს არც ისე დიდი რიცხვია, გამოთვლების მიხედვით, ახალი სისტემა ყოველი ათ მომხმარებელში დამატებით ერთ სპამ შეტყობინებას დაბლოკავს, თუმცა Google აცხადებს, რომ წინამორბედი სისტემა სპამის 99,9%-ს უკვე ბლოკავდა, შესაბამისად, ეს სპამის საბოლოოდ დასამარცხებლად ეს უკანასკნელი პატარა ნაბიჯებიც მნიშვნელოვანია.
"ჩვენი მუშაობის მასშტაბების გათვალისწინებით, დამატებითი 100 მილიონი პატარა რიცხვი არ არის. რაც უფრო იკლებს სპამის რაოდენობა, მით უფრო რთულდება დარჩენილების ამოცნობა, თუმცა TensorFlow-ს გამოყენებით ჩვენ ეს შევძელით. ტრადიციული ფილტრები ეფექტური მხოლოდ ყველაზე აშკარა სპამ შეტყობინებების მიმართ არის ეფექტური, ხოლო მანქანური დასწავლა და ხელოვნური ინტელექტი შეტყობინებებს სხვა კუთხით აანალიზებს და მათ ავთენტურობას აფასებს. ალგორითმი უამრავ კომპონენტს აანალიზებს, იქნება ეს შეტყობინების ფორმატი, თუ მისი გაგზავნის დღე", - აცხადებს აღნიშნული სერვისების წარმომადგენელი ნილ კუმარანი.
TensorFlow გუგლმა 2015 წელს წარადგინა, ის კი მალევე გუგლის ხელოვნური ინტელექტის ბიზნესის უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდა. ეს მანქანური დასწავლის უფასო სისტემაა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, რომ სხვადასხვა ამოცანის გადასაჭრელად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენონ. ის ძალიან მოსახერხებელი სისტემაა და მისი გამოყენება მრავალი სხვადასხვა მასშტაბის ამოცანის გადასაჭრელად შეიძლება.
Google-ის თქმით, TensorFlow-ს ჩამონტაჟებით Gmail მომხმარებელთათვის უფრო მოსახერხებელი და სასიამოვნო გახდება.
კომენტარები