Super Bowl ამერიკულ ფეხბურთში ყოველწლიური ჩემპიონატის სეზონის ბოლო თამაშს ეწოდება, რომელშიც ლიგის გამარჯვებულის ვინაობა ირკვევა. ეს მატჩი აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი ტელეპროდუქტია, რომელსაც ათობით მილიონი ადამიანი უყურებს.

სუპერ-ბოული 2018 წელს 170 სხვადასხვა ქვეყანაში გაშუქდა და მას ტელევიზიის საშუალებით დაახლოებით 104,3 მილიონმა ადამიანმა უყურა. აშშ-ში სუპერ-ბოულის მატჩის დღე ერთგვარ არაოფიციალურ დღესასწაულად არის გამოცხადებული. ტრადიციად ჩამოყალიბდა თამაშის ტრანსლაციის დროს განსაკუთრებული სარეკლამო რგოლების გაშვებაც, მრავალი ცნობილი კომპანია აღნიშნული დღისთვის რეკლამებს სპეციალურად იღებს.

წლევანდელი სუპერ-ბოულის ტექ. რეკლამებში რობოტები, ჭკვიანი მოწყობილობები და დიდი რაოდენობით ნოსტალგია და სევდა ფიგურირებდა, როგორც ჩანს, რობოტებს ადამიანობამდე ჯერ კიდევ ბევრი აკლიათ.

Pringles

ერთ-ერთი სარეკლამო რგოლი Pringles-ს ეკუთვნის, რომელმაც რეკლამაში Amazon-ის ჭკვიანი დინამიკი, Alexa გამოიყენა. ვიდეოში ვხედავთ, რომ Alexa-მ პრინგლსის არომატების ყველა შესაძლო კომბინაცია იცის, თუმცა დინამიკი სინანულით აცხადებს, რომ მიუხედავად ყველა ჩიფსის სახეობის ზეპირად ცოდნისა, ის ვერასდროს შეძლებს ამ არომატების გაგებას, რადგან მას არც პირი აქვს და არც ცნობიერება, რომლითაც ის გემოს აღქმას შეძლებს.

Michelob Ultra

მსგავსი ხასიათის რეკლამა შემოგვთავაზა ლუდის კომპანია Michelob Ultra-მაც. ვიდეოში ვხედავთ იდეალურ "ფიზიკურ მდგომარეობაში" მყოფ რობოტს, მას დაუღალავად შეუძლია სირბილი, ის არის საუკეთესო ბოქსიორი, ისევე როგორც გოლფის პროფესიონალი მოთამაშე, თუმცა ერთი რამ, რაც რობოტს არ შეუძლია დალევა და გართობაა, რის გამოც ის მოწყენილია.

Turbotax

კომპანია TurboTax-ის რეკლამაში კი უცნაური შესახედაობის მქონე ბავშვი რობოტი მონაწილეობს, რომელიც თავის პატრონს ეუბნება, რომ როცა გაიზრდება ის ბუღალტერი უმდა გამოვიდეს. "მშობლები" კი მას უხსნიან, რომ ის მსგავსი ემოციურად დატვირთული საქმის კეთებას ვერასდროს შეძლებს, რადგან ის მხოლოდ და მხოლოდ უსულო რობოტია.

Amazon

საინტერესო იყო Amazon Alexa-ს რეკლამაც, რომელშიც ჭკვიანი დინამიკის სხვადასხვა ადგილებში ინტეგრაციის წარუმატებელი შემთხვევები იყო განხილული.

Microsoft

მაიკროსოფტმა კი Xbox-ის ახალი ადაპტური კონტროლერის ამაღელვებელი ვიდეო რგოლი წარმოგვიდგინა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს თამაშის საშუალებას აძლევს.

Simplisafe

SimpliSafe უსაფრთხოების სფეროში მომუშავე კომპანიაა, ვიდეორგოლში კი ვხედავთ რეკლამის მთავარ გმირს, რომელსაც ჭკვიანი მოწყობილობები, რობოტები და დრონები ყოველდღიურად აწუხებენ.ბეისბოლის თამაშზე კი მას მისი მეგობარი ეუბნება, რომ მის სამსახურს მალე რობოტები გადაიბარებენ, კადრში კი ჩანს, თუ როგორ მიირთმევს უკანა სავარძელზე მყოფი რობოტი ჰოთ-დოგს.

ამავე თემაზე: