Xiaomi-ს დასაკეცი სმარტფონი ყველაზე მოსახერხებელია მათ შორის, რაც აქამდე გვინახავს
Xiaomi-მ ორი ორი დღის წინ დასაკეცი სმარტფონის ვიდეო გაავრცელა. ვიდეოში Xiaomi-ს დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ლინ ბინი ჩანს, რომელიც კომპანიის ახალი სმარტფონის დემონსტრირებას ახდენს.
მოწყობილობა ერთი შეხედვით პლანშეტს ჰგავს, თუმცა მისი ორივე გვერდი იკეცება, რითიც უფრო კომპაქტურ სმარტფონს ვიღებთ. განსხვავებით იმ დასაკეცი სმარტფონებისგან, რომლებიც გვინახავს, მიგვაჩნია, რომ ამ იდეის განხორციელება, ჯერჯერობით, Xiaomi-მ ყველაზე უკეთ შეძლო.
კომპანიას ახალი მოდელის შესახებ სხვა დეტალები არ გაუვრცელებია, ბინი აცხადებს, რომ აღნიშნული სმარტფონი უბრალო პროტოტიპია. თუმცა მან განაცხადა, რომ Xiaomi-მ აღნიშნული პროტოტიპის შესაქმნელად მრავალი დაბკროლება დაძლია, მათ შორისაა სმარტფონის ოპერაციული სისტემის დასაკეც ეკრანთან ადაპტირება.
Xiaomi-ს დასაკეცი სმარტფონის შესახებ ინფორმაციამ თვის დასაწყისში გაჟონა, ის სავარაუდოდ კონკურენციას Samsung-ის დასაკეც სმარტფონს გაუწევს. როგორც ცნობილია, მსგავსი მობილურის შექმნას გეგმავს Huawei-ც, ისევე როგორც Lenovo.
ამჟამად დასაკეცი სმარტფონის შექმნაზე მრავალი სხვადასხვა მწარმოებელი მუშაობს, თუმცა ჯერჯერობით ამ იდეის პრაქტიკული და მოსახერხებელი განხორციელება კვლავ არ გვინახავს.
კომენტარები