ცუდად მუშაობისთვის იაპონური სასტუმროდან რობოტები დაითხოვეს
როგორც ჩანს, სამსახურის შოვნა და შემდეგ მისი შენარჩუნება ადვილი არც რობოტებისთვის ყოფილა. იაპონური სასტუმრო Henn-na რობოტი მომსახურე პერსონალით არის ცნობილი, თუმცა ახლახან სასტუმრომ 243 დასაქმებული რობოტიდან, ნახევარი გაათავისუფლა, რადგან ისინი უამრავ პრობლემას ქმნიდნენ.
დათხოვილ "თანამშრომლებს" შორის რამდენიმე ტიპის რობოტი მოხვდა, ერთ-ერთია პირადი ასისტენტი Churi, რომლის თითოეული ინდივიდიც სასტუმროს ყველა ოთახში იდგა. Churi-ს მიზანი სასტუმროს მომხმარებელთათვის სხვადასხვა საჭირო ინფორმაციის მიწოდება იყო, მაგალითად, მაღაზიების ან პარკების გახსნისა და დაკეტვის დრო. თუმცა, ჩური საკუთარ დავალებას თავს ვერ ართმევდა, ის ბევრად უფრო ნაკლებად ეფექტური იყო, ვიდრე ისეთი ცნობილი პირადი ასისტენტები, როგორიც Siri, ან Alexa-ა.
შემცირებაში მოყვა ორი დინოზავრი რობოტიც, რომლებიც სასტუმროს მიმღებში მუშაობდნენ. ხოლო ბარგის გადამტანი რობოტი კი სასტუმროს 100 ოთახიდან მხოლოდ 24-ის მომსახურებას ახერხებდა. ასევე გაუშვეს შვეიცარიც, რომელსაც სტუმრების კითხვებზე პასუხების გაცემა არ შეეძლო და ის ადამიანით ჩაანაცვლეს.
რობოტების უმეტესობა რამდენიმე წლის განმავლობაში დაძველდა და მათ მუდმივი შეკეთება სჭირდებოდათ. სასტუმრომ გადაწყვიტა, რომ მათი დათხოვნა უფრო მომგებიანი იყო, ვიდრე შეკეთება. თანაც, რობოტების მუშაობის მიუხედავად, საბოლოოდ, საქმის უდიდესი ნაწილის გაკეთება მაინც ადამიანებს უწევდათ.
როგორც ჩანს, რობოტებს დედამიწის დასაპყრობად და პლანეტაზე საკუთარი წესრიგის დასამყარებლად ჯერ კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი.
კომენტარები