ილონ მასკმა საზოგადოებას SpaceX-ის ახალი რაკეტის, Starship-ის პირველი საცდელი მოდელი წარუდგინა.

მასკმა საკუთარ ტვიტში განაცხადა, რომ SpaceX-ის ხომალდის, Starship-ის პირველი პროტოტიპი უკვე მზად არის. Starship თავდაპირველად BFR-ის სახელით იყო ცნობილი.

აღნიშნული პროტოტიპი საცდელი ქვეორბიტალური ფრენებისთვის იქნება გამოყენებული.

Starship-ის საბოლოო, ორბიტალური მოდელის სიმაღლე უფრო მაღალი, კედლები უფრო სქელი, ცხვირი კი უფრო გლუვი იქნება. მასკის თქმით, ხომალდის საბოლოო ვარიანტი მზად ივნისში იქნება.

Starship კომპანია SpaceX-ის ახალი მძიმეწონიანი კლასის ხომალდია, რომელიც მათ ამჟამინდელ რაკეტებს ჩაანავლებს. ახალი ხომალდი SpaceX-ს გზას მთვარისა და მარსისკენ გაუხსნის.

ტვიტერის მომხმარებელმა ეველინ ჯეინედ არევალომ Starship-ის პროტოტიპის ახლო ფოტოების გადაღება შეძლო.

გასულ კვირას, მასკმა ტვიტერზე განაცხადა, რომ პირველი საცდელი ფრენა შეიძლება სულ მალე, თებერვალში ან მარტში განხორციელდეს.