13 სერიალი, რომელსაც 2019 წელს განსაკუთრებულად ველოდებით
2019 წელს დიდ ეკრანზე უამრავი საინტერესო ფილმი გამოდის, თუმცა არანაკლებ საინტერესო იქნება ეს წელი ტელევიზიისთვისაც.
რა თქმა უნდა, ველოდებით ძველ, ჩვენთვის საყვარელ სერიალებს, ამასთანავე ვიცით, რომ ბევრ შოუსთან მოგვიწევს გამომშვიდობება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალი შოუებით არ გაგვანებივრებენ სხვადასხვა კომპანიები.
წარმოგიდგენთ იმ 13 ახალ სერიალს, რომლის პრემიერაც სწორედ 2019 წელს შედგება.
The Act
არხი - Hulu
პრემიერის თარიღი - 20 მარტი
მთავარ როლში - პატრისია არკეტი
სიუჟეტი: სერიალის თითოეული სეზონი განსხვავებულ კრიმინალურ ისტორიას მოგვითხრობს. პირველი სეზონი კი 2015 წელს მისურის შტატში მომხდარ საზარელ ისტორიაზე მოგვითხრობს, როდესაც შვილმა დედა მოკლა.
Black Monday
არხი - Showtime
პრემიერის თარიღი - 20 იანვარი
მთავარ როლებში - რეჯინა ჰოლი, დონ ჩიდლი
სიუჟეტი: სერიალი მოგვითხრობს 1987 წლის 19 ოქტომბერზე, რომელიც ისტორიაში შავი ორშაბათის სახელით შევიდა.
Catch-22
არხი - Hulu
პრემიერის თარიღი - 2019 წლის გაზაფხული
მთავარ როლებში - ჯორჯ კლუნი, ჰიუ ლორი, ჯანკარლო ჯანინი
სიუჟეტი: სერიალის სიუჟეტი ჯოზეფ ჰელერის რომანის Catch-22 ეკრანიზაცია იქნება და ექვს ეპიზოდს გააერთიანებს. სიუჟეტი იტალიაში მეორე მსოფლიო ომის დროს მიმდინარეობს და ამერიკელი ჯარისკაცების მისიაზე მოგვითხრობს.
Central Park 5
არხი - Netflix
პრემიერის თარიღი - 2019 წელი (გამოსვლის ზუსტი დრო უცნობია)
მთავარ როლებში - ფელისიტი ჰოფმენი, ვერა ფერმიგა
სიუჟეტი: Central Park Five გვიყვება რეალურ ამბავს ხუთი ფერადკანიანი თინეიჯერის შესახებ, რომლებსაც გაუპატიურების იმ საქმეს დააბრალებენ, რომლებიც სინამდვილეში მათ ეს არ ჩაუდენიათ. სიუჟტი გვიყვება ამბავს 1989 წლის გაზაფხულიდან, როდესაც თითოეული მათგანი პირველად დაიკითხა ინციდენტის შესახებ, 2014 წლამდე - როდესაც ისინი გაათავისუფლეს.
Fosse/Vernon
არხი - FX
პრემიერის თარიღი - 2019 წელი (გამოსვლის ზუსტი დრო უცნობია)
მთავარ როლებში - მიშელ უილიამსი, სემ როკველი
სიუჟეტი: სერიალი, Fosse, 8 ეპიზოდიანი იქნება და ის ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რეჟისორის, ბობ ფოსისა და ასევე გავლენიანი მსახიობისა და ქორეოგრაფის, გვენ ვერდენის რომანტიკულ ურთიერთობაზე მოგვითხრობს.
Good Omens
არხი - Amazon
პრემიერის თარიღი - 2019 წლის გაზაფხული (გამოსვლის ზუსტი დრო უცნობია)
მთავარ როლებში - დევიდ ტენანტი, მაიკლ შინი, ჯონ ჰემი, ფრენსის მაკდორმანდი
სიუჟეტი: სიუჟეტი აპოკალიფსურ სამყაროში ვითარდება, როდესაც კაცობრიობას უდიდესი სამსჯავრო ელის და ყველაფერი ისე მიმდინარეობს, როგორც ეს ბიბლიაშია აღწერილი. თუმცა ბიბლიური სიუჟეტის განვითარებას ხელს ერთი ანგელოზი და დემონი უშლიან.
Les Miserables
არხი - BBC
პრემიერის თარიღი - 14 აპრილი
მთავარ როლებში - ლილი კოლინზი, დომინიკ ვესტი, ოლივია კოლმანი
სიუჟეტი: სერიალი ვიქტორ ჰიუგოს კლასიკურ რომანის, საბრალონის ეკრანიზაციაა
The Mandalorian
არხი - Disney Plus
პრემიერის თარიღი - 2019 წელი (გამოსვლის ზუსტი დრო უცნობია)
მთავარ როლებში - პედრო პასკალი, ჯინა კარანო, ნიკ ნოლტი, ვერნერ ჰერცოგი
სიუჟეტი: ვარსკვლავური ომების სპინოფი Mandalorian თავებზე მონადირის ისტორიას მოგვიყვება
Modern Love
არხი - Amazon
პრემიერის თარიღი - 2019 წელი (გამოსვლის ზუსტი დრო უცნობია)
მთავარ როლებში - ეჰ ჰეთეუეი, ტინა ფეი, დევ პატელი, კეტრინ კინერი, ენდი გარსია,
სიუჟეტი: სერიალის სიუჟეტი ნიუ-იორკ თაიმსის ერთ-ერთ სტატიას ეფუძნება. შოუს პირველ სეზონში ათი სერია იქნება, თითოეულის ქრონომეტრაჟი კი 30 წუთია.
Roger Ailes
არხი - Showtime
პრემიერის თარიღი - 2019 წელი (გამოსვლის ზუსტი დრო უცნობია)
მთავარ როლებში - რასელ ქროუ, ნაომი უოთსი
სიუჟეტი: ახალი შოუ Fox News-ის ყოფილი უფროსის, როჯერ აილსის გარშემო ვითარდება, რომელის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.
Top Of the Morning
არხი - Apple
პრემიერის თარიღი - 2019 წელი (გამოსვლის ზუსტი დრო უცნობია)
მთავარ როლებში - ჯენიფერ ენისტონი, რიზ უიზერსპუნი, სტივ კარელი
სიუჟეტი: სერიალი ნიუ-იორკის ერთ-ერთი ტელევიზიის დილის გადაცემის წამყვანების შესახებ მოგვითხრობს.
Watchmen
არხი - HBO
პრემიერის თარიღი - 2019 წელი (გამოსვლის ზუსტი დრო უცნობია)
მთავარ როლებში - ჯერემი აირონსი, რეჯინა კინგი, დონ ჯონსონი, ტიმ ბლეიკ ნელსონი, ენდრიუ ჰოვარდი
სიუჟეტი: Watchmen მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომიქსების სერიაა. კომიქსისგან განსხვავებით, HBO-ს სერიალში მოქმედება თანამედროვე დროში ხდება.
The Witcher
არხი - Netflix
პრემიერის თარიღი - 2019 წელი (გამოსვლის ზუსტი დრო უცნობია)
მთავარ როლში - ჰენრი კავილი
სიუჟეტი: ისტორიის მთავარი გმირი ურჩხულებზე მონადირე გერალტ რივიელია, რომელსაც ბავშვობაში გადატანილი არაერთი მუტაციის შემდეგ განვითარებული აქვს სხვადასხვა შესაძლებლობები.
-
ტესტი: რამდენად კარგად იცნობ სამხედრო ტექნოლოგიების ისტორიას ტესტი: რამდენად კარგად იცნობ სამხედრო ტექნოლოგიების ისტორიას
-
რა წერია მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში? — საიას მიმოხილვა რა წერია მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში? — საიას მიმოხილვა
გადახედვა
-
Netflix-მა ჰიტად ქცეული ანიმაციის, KPop Demon Hunters-ის სიქველი დააანონსა Netflix-მა ჰიტად ქცეული ანიმაციის, KPop Demon Hunters-ის სიქველი დააანონსა
გადახედვა
-
განჯინა — ბებიის ინსპირაციით შექმნილი ბიზნესი განჯინა — ბებიის ინსპირაციით შექმნილი ბიზნესი
-
ლევან მაჭავარიანი: "მიუხედავად იმისა, რომ [ეუთოს ანგარიში] ჩვეულებრივი ფარატინა ფურცელია, უპასუხოდ მაინც არ დავტოვებთ" ლევან მაჭავარიანი: "მიუხედავად იმისა, რომ [ეუთოს ანგარიში] ჩვეულებრივი ფარატინა ფურცელია, უპასუხოდ მაინც არ დავტოვებთ"
გადახედვა
-
დევიდ გილმორის გიტარა აუქციონზე რეკორდულ ფასად, $14 მილიონად გაიყიდა დევიდ გილმორის გიტარა აუქციონზე რეკორდულ ფასად, $14 მილიონად გაიყიდა
გადახედვა
-
რამდენად არჩევ მითებსა და რეალობას ქალის ორგანიზმის შესახებ? რამდენად არჩევ მითებსა და რეალობას ქალის ორგანიზმის შესახებ?
-
რა წვლილი მიუძღვის AI-ს ირანის დაწყებითი სკოლის დაბომბვაში? — გამოძიება დაწყებულია რა წვლილი მიუძღვის AI-ს ირანის დაწყებითი სკოლის დაბომბვაში? — გამოძიება დაწყებულია
გადახედვა
-
პირველად საქართველოში — სამართლის სწავლება ბლოკჩეინ სიმულატორის გამოყენებით პირველად საქართველოში — სამართლის სწავლება ბლოკჩეინ სიმულატორის გამოყენებით
-
აშშ-მა მესამე ქვეყნებს რუსული ნავთობის ყიდვაზე სანქცია დროებით მოუხსნა აშშ-მა მესამე ქვეყნებს რუსული ნავთობის ყიდვაზე სანქცია დროებით მოუხსნა
გადახედვა
-
წლის ქალთა გაძლიერების პროექტი — თეგეტა EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა წლის ქალთა გაძლიერების პროექტი — თეგეტა EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
-
რა წერია ევროპარლამენტის რეზოლიციაში? რა წერია ევროპარლამენტის რეზოლიციაში?
გადახედვა
-
ეგვიპტის განსხვავებული მხარე — ფოტოები, რომლებიც სიმშვიდეს მოგგვრით ეგვიპტის განსხვავებული მხარე — ფოტოები, რომლებიც სიმშვიდეს მოგგვრით
გადახედვა
-
კახა კალაძე ეუთოს ანგარიშს "სრულ ბოდვას" უწოდებს კახა კალაძე ეუთოს ანგარიშს "სრულ ბოდვას" უწოდებს
გადახედვა
-
როგორ გაიყინა დედამიწა 700 მილიონი წლის წინ — კვლევა როგორ გაიყინა დედამიწა 700 მილიონი წლის წინ — კვლევა
გადახედვა
-
ხომ არ აქვს ამ კონკრეტულ ცვლილებას პოლიტიკური დატვირთვა? — საბა ბუაძე პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოების აკრძალვაზე ხომ არ აქვს ამ კონკრეტულ ცვლილებას პოლიტიკური დატვირთვა? — საბა ბუაძე პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოების აკრძალვაზე
გადახედვა
-
მთავრობის დადგენილებით პლასტმასის ბოთლებში 3 ლიტრამდე სასმელი წყლის და 20 ლიტრამდე გაზიანი სასმელის წარმოება იკრძალება მთავრობის დადგენილებით პლასტმასის ბოთლებში 3 ლიტრამდე სასმელი წყლის და 20 ლიტრამდე გაზიანი სასმელის წარმოება იკრძალება
გადახედვა
-
"გული გამიხეთქე!" — ქალის შეშინების გამო რობოტი პოლიციამ ადგილიდან გააძევა "გული გამიხეთქე!" — ქალის შეშინების გამო რობოტი პოლიციამ ადგილიდან გააძევა
გადახედვა
-
ანა ნაცვლიშვილი: პაპუაშვილს ვუსმენდი — ეუთოს დასკვნის დაკნინებას ცდილობს ძალიან უგერგილოდ ანა ნაცვლიშვილი: პაპუაშვილს ვუსმენდი — ეუთოს დასკვნის დაკნინებას ცდილობს ძალიან უგერგილოდ
გადახედვა
-
არც ოპერაში ვყოფილვარ და არც ბალეტზე — Doja Cat ტიმოთი შალამეს კრიტიკას ეხმაურება არც ოპერაში ვყოფილვარ და არც ბალეტზე — Doja Cat ტიმოთი შალამეს კრიტიკას ეხმაურება
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში "საქართველოსთვის ჯაშუშობის" ბრალდებით საქართველოს მოქალაქე ემზარ ბაღაშვილი დააკავეს ოკუპირებულ აფხაზეთში "საქართველოსთვის ჯაშუშობის" ბრალდებით საქართველოს მოქალაქე ემზარ ბაღაშვილი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები