ცნობები ილონ მასკის დატვირთული სამუშაო გრაფიკის შესახებ ახალი არ არის, ჩვენ ვიცით, რომ ის დღეების განმავლობაში ტესლას ქარხანაშიც კი იძინებდა, რათა დრო დაეზოგა და მისი თანამშრომლებისთვის მაგალითი მიეცა.

ილონ მასკის თქმით, სწრაფი პროგრესისა და სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად მინიმუმ 80-საათიანი სამუშაო კვირაა საჭირო.

"40-საათიანი სამუშაო კვირით სამყარო არავის შეუცვლია", - აცხადებს მასკი.

ნოემბერში Recode-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში მასკმა განაცხადა, რომ გარკვვეული ხნის განმავლობაში ის ტესლაში კვირაში 120 საათის განმავლობაში მუშაობდა, მაშინ, როდესაც კომპანიის ყველა სხვა თანამშრომელი სამსახურში 100 საათს ატარებდა.

ეს პერიოდი ტესლასთვის განსაკუთრებით დატვირთული იყო, მასკის თქმით, ტესლას გადასარჩენად ასეთი გრაფიკი აუცილებელი იყო.

"ამ დროს ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა", - აცხადებს მასკი.

ტესლას თანამშრომლები დატვირთულ გრაფიკზე და საათების არასტანდარტულ რაოდენობაზე ხშირად საუბრობენ. ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ ასეთი გრაფიკი მეტისმეტია, ზოგისთვის კი 70-საათიანი სამუშაო კვირა სავსებით მისაღებია.