ამომრჩევლის მოსყიდვა თუ სოლიდარობის აქტი — დეპუტატები საბანკო ვალის განულების ინიციატივაზე
ფოტო: On.ge
საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ქართული ოცნება ამომრჩევლების ნაწილს საბანკო ვალების ჩამოწერას დაჰპირდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ფონდი ქართუ სოციალურ პასუხისმგებლობას იჩენს და დაახლოებით 600 000 პირს, რომელთა ძირი თანხაც 2000-ს არ აღემატება და ხანდაზმულობა მინიმუმ ერთი წელია, ვალს პროცენტის ჩათვლით სრულად დაუფარავს. უფრო მეტიც, ისინი ცხოვრებას ახალი საბანკო ფურცლიდან დაიწყებენ და არასასურველი საკრედიტო ისტორიაც გაუქრებათ.
მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს წინასაარჩევნო პოპულისტური სვლაა, ნაწილი კი მიესალმება 600 000-მდე ადამიანის "სიღარიბიდან ამოსვლას". საპარლამენტო ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ ამომრჩეველს ატყუებს, ქართული ოცნება კი აცხადებს, რომ ჭარბვალიანობის პრობლემაზე მუშაობა არჩევნების წინ არ დაწყებულა და თვეების განმავლობაში გრძელდება.
ევროპული საქართველო
პარტია ევროპული საქართველოს დეპუტატი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის არჩევნებში დამარცხების პანიკური შიში "ახალ ხარისხში ავიდა".
დეპუტატს მიაჩნია, რომ სწორედ ივანიშვილის პოლიტიკამ შეიყვანა ამ მდგომარეობაში ქვეყანა, გაზარდა სიღარიბე და გაზარდა უიმედო ვალები.
"შემდგომში მისი ხელისუფლებაში დარჩენა არის გარანტია სიღარიბის და ამ უიმედო ვალების მქონე ადამიანების რაოდენობის ზრდის. ამიტომ უნდა დავამარცხოთ ამ არჩევნებზე. შემდეგ კი, ქვეყანას სჭირდება ეკონომიკის ამუშავება, გადასახადების დაწევა და სამუშაო ადგილების გაჩენა — მხოლოდ ეს არის გზა ამ ვალებიდან და სიღარიბიდან ხალხის ამოყვანის", — განაცხადა ბოკერიამ.
დეპუტატი საბანკო ვალების განულებაში ამომრჩევლის მოსყიდვის რისკსა და სისხლის სამართლის დანაშაულის რისკებს ხედავს.
"ამ სისტემის პირობებში არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ ამაზე რეაგირება მოხდება. სწორედ ამისთვის არის სისტემის შეცვლა საჭირო, რომ დანაშაულს როცა ხედავს აუდიტის სამსახური თუ პროკურატურა, რეაგირებდეს. ივანიშვილის პროკურატურა და ივანიშვილის აუდიტის სამსახური რომ არ ირეაგირებს, ეს წინასწარ ცნობილია, სამწუხაროდ", –- განაცხადა ბოკერიამ.
ნაციონალური მოძრაობა
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ შეუძლებელია, ქართუმ, რომელსაც 900 მილიონიდან -1 მილიარდამდე სასესხო პორტფელი აქვს, მილიარდ ნახევრის უიმედო სესხები საკუთარ თავზე აიღოს.
"სინამდვილეში მექანიზმი არის ასეთი: — კომერციული ბანკები იაფად, სიმბოლურ ფასად მიჰყიდიან სესხებს ქართუს. რეალურად, კომერციული ბანკების მხრიდან ხდება ამ ფულის ჩამოწერა და ბანკ ქართუსთვის დივიდენდების ჩუქება — არავითარი მილიარდ ნახევარი ქართუდან არ გავა - ეს იქნება ერთი ან ორი ათეული მილიონი", — ამბობს რომან გოცირიძე.
მისი თქმით, მთავრობა და პრემიერ-მინისტრი არაფერ შუაშია, როდესაც გარიგება კომერციულ ბანკებს შორის ხდება.
"ეს საარჩევნო პროცესზე ზემოქმედების კიდევ ერთი ფორმაა. არის ამომრჩევლის მოსყიდვის პირდაპირი მცდელობა", — ამბობს დეპუტატი.
პატრიოტთა ალიანსი
პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი, გიორგი ლომია მიესალმება მთავრობის ინიციატივას ვალების განულების შესახებ, თუმცა აცხადებს, რომ შესამუშავებელია მექანიზმი, რათა ადამიანებმა ვალები ისევ არ აიღონ.
"პოლიტიკურია თუ საზოგადოებრივი ეს ინიციატივა, მთავარია, რომ 600 000 ადამიანის პრობლემას აგვარებს, ეს არის სიკეთე, რომელიც ხალხს ემსახურება, თუმცა მთავარია, ხელისუფლებამ გადაგდას ნაბიჯები, რომ ჭარბვალიანობის პრობლემა მოგვარდეს და ვალების განულება ერთჯერად, უშედეგო ინიციატივად არ იქცეს", – ამბობს ლომია.
ქართული ოცნება
მმართველი პარტიისთვის გაუგებარია, კრიტიკა, რომ ვალების განულება წინასაარჩევნო ინიციატივაა. უმრავლესობის დეპუტატები ირწმუნებიან, რომ მთავრობამ ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა ჯერ კიდევ მამუკა ბახტაძის ფინანსთა მინისტრობის დროიდან დაიწყო.
დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, ბანკების ე.წ. შავ სიაში მყოფ მევალეთა ერთი ნაწილისთვის დავალიანებების განულების გადაწყვეტილება კანონთან სრულ შესაბამისობაშია.
"სამართლებრივი პრობლემა უნდა დავინახოთ, როცა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი პირდაპირ საუბრობს ისეთ დაპირებებზე, როგორიცაა ვაუჩერების გაცემა და საკრედიტო ვალდებულებების დაფარვის დაპირება, რაც არის აფიორა და კანონის პირდაპირი დარღვევა. ფონდი ქართუ არც საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელია და არც სახელმწიფო რესურსების გამოყენებაზეა საუბარი", — განაცხადა ბესელიამ.
ბესელია იმასაც ამბობს, რომ 600 000-ზე მეტი მოქალაქისთვის ვალის განულება უპრეცედენტო სოლიდარობის აქტია.
"გადაწყვეტილების საფუძველი მოდის დიდი ხნის წინ გაკეთებული განცხადებებით, როცა მამუკა ბახტაძემ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს გააკეთა განცხადება ჭარბვალიანობის დაძლევის შესახებ. ასევე, თვეების წინ ისაუბრა ამ პრობლემაზე ბიძინა ივანიშვილმა. ეს სოლიდარობის აქტი, რომელიც არის ძალიან ღირებული სიკეთის აქტი, სრულ შესაბამისობაშია კანონთან. ნაკარნახევია იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ნამდვილად სჭირდებათ", — აღნიშნა ეკა ბესელიამ.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ აცხადებს, რომ ინიციატივის მიზანია ვალების განულება და არდაგროვება, რომელსაც პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა უზრუნველყოფს. მისივე განმარტებით, ეს სისტემა პირველი იანვრიდან ამოქმედდება.
საბანკო ვალის განულების ინიციატივა
დღეს, 19 ნოემბრის საგანგებო ბრიფინგზე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 ათასი ადამიანისთვის ჯამში 1,5 მილიარდი ლარის ვალის განულებაზე ისაუბრა.
პირობები, რომელსაც ვალის ჩამოსაწერად პირი უნდა აკმაყოფილებდეს:
- თითოეულ ფინანსურ კომპანიაში ვალის ძირი თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 000 ლარს, თუმცა შესაძლოა, ჯამში 2 000 ლარზე გაცილებით მეტი იყოს;
- მინიმუმ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ გადახდილა სესხის ნაწილი.
ვის არ ჩამოეწერება ვალი:
- ვივუსის კლიენტებს. ფინანსთა მინისტრის თქმით, ამ კომპანიასთან ვერ შეთანხმდნენ;
- ვისი ვალის ძირი თანხაც 2 000 ლარს აჭარბებს.
ბახტაძის ინფორმაციით, ე.წ. შავ სიაში მყოფილი ადამიანების 95 პროცენტს სწორედ 2 000 ლარამდე "ძირი თანხის" მქონე დავალიანება აქვთ.
პრემიერ-მინისტრის ბრიფინგამდე ერთი დღით ადრე, გაერთიანებული ოპოზიციის ძალა ერთობაშიას საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს მთავრობასა და ეროვნული ბანკის მოსთხოვა, რომ ე.წ. შავი სიიდან ამოიღონ ის მოქალაქეები, რომლებიც ვერ იხდიან კრედიტებს. საბანკო დავალიანებების შესახებ ინიციატივა საპრეზიდენტო კანდიდატმა, დღეს 18 ნოემბერს მათივე შტაბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააჟღერა.
გრიგოლ ვაშაძის ბრიფინგს ბრიფინგითვე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა 19 ნოემბერს "მასშტაბურ გადაწყვეტილებას" გამოაცხადებდა. კალაძის თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ ქართულ ოცნებას დაასწრო და კლოუნადა მოაწყო, რომელიც ქართული ოცნების ინიციატივის "შოკით" იყო გამოწვეული.
-
მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ?
-
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს
გადახედვა
-
დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
-
"მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა "მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა
გადახედვა
-
სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
-
12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას 12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას
-
15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი
-
გიგა ფარულავა: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა! გიგა ფარულავა: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა!
გადახედვა
-
ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
-
შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს
გადახედვა
-
ადვოკატი: "ირაკლი ღარიბაშვილი წერილებს არ მოაკლებს საზოგადოებას" ადვოკატი: "ირაკლი ღარიბაშვილი წერილებს არ მოაკლებს საზოგადოებას"
გადახედვა
-
1-ელი სექტემბრიდან თბილისი აუთლეტ ვილიჯში მუნიციპალური ავტობუსით მისვლა იქნება შესაძლებელი 1-ელი სექტემბრიდან თბილისი აუთლეტ ვილიჯში მუნიციპალური ავტობუსით მისვლა იქნება შესაძლებელი
-
ივლისი-აგვისტოს ცხელ-ცხელი ქვიზები, რომელთა გარეშეც ზაფხული არ უნდა გააცილოთ ივლისი-აგვისტოს ცხელ-ცხელი ქვიზები, რომელთა გარეშეც ზაფხული არ უნდა გააცილოთ
გადახედვა
-
სოფელ ნასაკირალში 63 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს სოფელ ნასაკირალში 63 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
გადახედვა





კომენტარები