შეიძინეთ ბანანი ტელეფონი და გადაარჩინეთ გორილები
თუ ველურ ბუნებაზე ზრუნვა გსურთ, შეგიძლიათ შეიძინოთ "მობილური", რომელიც სინამდვილეში ტელეფონი არ არის და ამ ნაბიჯით გორილები გადაარჩინოთ.
ბანანი "ტელეფონი" ბლუთუზით, მიკროფონით, დინამიკით, LED ნათურითა და სამი ღილაკით არის აღჭურვილი. ის თქვენს სახლის ტელეფონს ან სმარტფონს უკავშირდება. ერთი სიტყვით ის ტელეფონის აქესესუარია, რომლითაც შემომავალ ზარებზე პასუხი და გამავალი ზარების განხორციელება შეგეძლებათ. მისით ასევე შეგიძლიათ გუგლის ასისტენტს ან ეფლის სირის ესაუბროთ.
კომპანია გაყიდვების ნაწილს გორილების გადარჩენის ფონდში რიცხავს.
მთის გორილა მსოფლიოში ყველაზე დიდი პრიმატია, რომელიც გადაშენების საფრთხის ქვეშ იმყოფება. მთის გორილები კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, რუანდასა და უგანდას ტყეებში ცხოვრობენ.
ამჟამად ბუნებაში 1 000 ზე ნაკლები მთის გორილაა. წელიწადში მათი რაოდენობა დაახლოებით 5 პროცენტით იკლებს. მათ საფრთხეს ძირითადად ტყეების გაჩეხვა და ადამიანებთან კონტაქტი უქმნის.
ბანანის ტელეფონში გამოყენებული პლასტმასი გადამუშავების გზით არის მიღებული, ხოლო ტელეფონი ეკოლოგიურად უსაფრთხო კარდონითაა შეფუთული.
ბანანი ტელეფონი ოფისისა და სახლის გასამხიარულებლად გამოგადგებათ. ის 39,99 დოლარი ღირს. კომპანია გორილების გადარჩენის ფონდში გაყიდვების 1 პროცენტს რიცხავს.
კომენტარები