ჯულია რობერტსი რ. ჯ. პალაციოს "საოცრების" ეკრანიზაციაში მთავარ როლს შეასრულებს
ფოტო: Hollywood Reporter
ჯულია რობერტსის კარიერა რომ 2001 წლის შემდეგ, ერინ ბროკოვიჩში შესრულებული მთავარი როლის და მიღებული ოსკარის შემდეგ, უკან-უკან წავიდა, ყველა დიდი ხანია თანხმდება.
მსახიობი წლების განმავლობაში მხოლოდ ერთფეროვან როლებს თანხმდებოდა და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჰონორარი 15 მილიონ დოლარს აჭარბებდა. მიუხედავად იმისა, რომ რობერტსი წლების განმავლობაში ყოველთვის ექცეოდა ჰოლივუდის ყველაზე გავლენიანი და მაღალანაზღაურებადი მსახიობების სიაში, შეიძლება ითქვას, რომ მისი როლები არასდროს აძლევდნენ საშუალებას ნიჭი ბოლომდე გამოემჟღავნებინა.
2013 წელს კი მსახიობს, როგორც ამბობენ, მეორე სუნთქვა გაეხსნა და როლების შერჩევა დიდი სიფრთხილით დაიწყო. მისი მონაწილეობით გამოსული ფილმი აგვისტო: ოსეიჯის საგრაფო, სადაც პარტნიორობას მერილ სტრიპს უწევს, წლის ერთ-ერთ მთავარ კინო მოვლენად იქცა, ჯულია რობერტსმა კი როლისთვის ოსკარის ნომინაცია და კრიტიკოსებისგან ალბათ ყველაზე დიდი შეფასება მიიღო - “რობერტსმა თვით მერილ სტრიპი დაჩრდილა”, წერდნენ გამოცემები.
არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა მისი მომდევნო როლები:
- HBO-ს სატელევიზიო ფილმში ნორმალური გული, სადაც მან ეტლით მოსარგებლე ექიმის ემა ბრუკნერის როლი შეასრულა.
- საიდუმლო მათ თვალებში, რომელშიც სრულიად განსხვავებული ჯულია რობერტსს ნახავთ
- და ჯოდი ფოსტერის რეჟისორობით შექმნილი ფინანსური მონსტრი, რომელიც ჯულიასთვის კრიტიკოსების აზრით შესაძლოა ოსკარის მომტანიც კი აღმოჩნდეს.
წლევანდელ კანის ფესტივალზე კი მსახიობმა ყველა და ყველაფერი გადაფარა, როგორც საერთაშორისო, ისე თავად ადგილობრივი მედია იუწყებოდა, რომ პირველად მოხდა, როდესაც ერთი მსახიობის წითელ ხალიჩაზე გამოჩენამ მთელი ფესტივალი დაჩრდილა.
2017 წელი, სავარაუდოდ, ასევე წარმატებული და მნიშვნელოვანი იქნება 48 წლის მსახიობისთვის. ჯულია ერთ-ერთ მთავარ როლს რ. ჯ. პალაციოს წიგნის “საოცრების” ეკრანიზაციაში შეასრულებს. ნაწარმოები დეფორმირებული სახით დაბადებული ავგუსტ პულმანის ისტორიაზეა.
რობერტსის გარდა ფილმში “ოთახის” ვარსკვლავი ჯეიკობ თრამბლი (ავგუსტ პულმანი) და ოუენ უილსონი (ნეტ პუმლანი) შეასრულებენ.
სულ ცოტა ხნის წინ, გადასაღები მოედნიდან ჯულია რობერტსისა და ოუენ უილსონის რამდენიმე კადრიც გავრცელდა, რომელმაც უკვე აალაპარაკა კინომანები. ძირითადი განხილვის თემა კი “ლამაზმანის” ვარსკვლავის ახალი იმიჯი გახდა.
ფოტო: FameFlyNet
ფილმის პრემიერა 2017 წლის 7 აპრილს არის დაგეგმილი. ხოლო მის გამოსვლამდე აუცილებლად წაიკითხეთ წიგნი, რომლის ქართული თარგმანიც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა.
-
დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა

კომენტარები