ნასას იუნონას ზონდი იუპიტერის გარშემო დაახლოებით 2 წელია დაფრინავს. ამ დროის განმავლობაში ზონდი დაგვეხმარა იუპიტერის აგებულების შესწავლაში, გზად კი იუპიტერსა და მის თანამგზავრებს უამრავი სურათი გადაუღო.

სურათები ყველასათვის ხელმისაწვდომ ვებგვერდზეა ატვირთული. ნასას თხოვნითა და ნებართვით სურათებს მოხალისეები ამუშავებენ და იმავე საიტზე აქვეყნებენ. შესაბამისად, მიღებული სურათები ნასასა და მოხალისეების ერთობლივი ნამუშევარია.

იუნონას ზონდი იუპიეტრის გარშემო ერთი ბრუნის შესრულებას 54 დღეს ანდომებს, ეს სურათები კი რიგით მე-13 ბრუნის განმავლობაშია გადაღებული.

ფოტო: NASA / JPL / SwRI / MSSS / Gerald Eichstädt

ფოტო: NASA / JPL / SwRI / MSSS / Gerald Eichstädt

ფოტო: NASA / JPL / SwRI / MSSS / Gerald Eichstädt

ფოტო: NASA / SwRI / MSSS / Seán Doran