ევთანაზიის მომხრე 104 წლის მეცნიერი სიცოცხლეს ბეთჰოვენის ფონზე დაემშვიდობა
ფოტო: Sebastien Bozon/Agence France-Presse
104 წლის ავსტრალიელმა მეცნიერმა დევიდ გუდოლმა დღეს ევთანაზიის დახმარებით სიცოცხლე დაასრულა.
დევიდი უკვე 20 წელია, რაც ევთანაზიის მომხრე ჯგუფის Exit International-ის წევრია. მან შემოწირულობებით $20 000-ზე მეტი შეაგროვა და ამ თანხით დააფინანსა საკუთარი მგზავრობა შვეიცარიის ქალაქ ბაზელში, სადაც ევთანაზია დაშვებულია. დღეს მან კლინიკაში ბეთჰოვენის ფონზე ევთანაზიით დაასრულა სიცოცხლე.
ევთანაზია სამედიცინო პროცედურაა, რომელიც მსურველს ექიმების დახმარებით საკუთარი სიცოცხლის დასრულებაში ეხმარება. რიგ ქვეყნებში, მაგალითად, იაპონიაში, ბელგიასა და შვეიცარიაში ევთანაზია ლეგალურია, ხოლო ქვეყანათა უმეტესობაში მსგავსი პრაქტიკა მიუღებელია და ტაბუდ არის შერაცხული. ჯერჯერობით ავსტრალიაც მსგავს ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება. ვიქტორიის შტატი 2019 წლიდან მსგავსი პრაქტიკის დაშვებას გეგმავს. დევიდ გუდოლის მშობლიური დასავლეთ ავსტრალიის შტატი კი ამჟამად მსჯელობს იმაზე, დაუშვას თუ არა თავის ტერიტორიაზე მსგავსი პრაქტიკა.
გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე ჩაწერილ ინტერვიუში დევიდმა აღნიშნა, რომ მისი ცხოვრება ბოლო 5-10 წლის განმავლობაში სრულიად უსიამოვნო იყო. მას მხედველობა ძალიან დაუქვეითდა და დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი აღარ შეეძლო. ფიზიკური შესაძლებლობების დაქვეითების მიუხედავად, ავსტრალიელ პროფესორს იუმორის გრძნობა არ დაუკარგავს. მას სიცოცხლის წრის კლინიკაში ინტერვიუს აღებისას ეცვა ჯემპრი წარწერით "სამარცხვინო დაბერება" (Ageing Disgracefully).
დევიდ გუდოლი სამშაბათს, ინტერვიუს აღებისას
ფოტო: CNN
მეცნიერი იმედოვნებდა, რომ მისი გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ევთანაზიის ლეგალიზაციას სხვა ქვეყნებში.
"სიკვდილი შესაძლოა ძალიან უსიამოვნო გამოცდილება იყოს, თუმცა აუცილებელი სულაც არაა, რომ ამ ქვეყნიდან ტკივილით წავიდეთ და იმედი მაქვს, არც ჩემთვის იქნება ასე", - განაცხადა დევიდმა. გუდოლმა აღნიშნა, რომ სიკვდილის არ ეშინია და რომ მას სიხარულით ეგებება. სიცოცხლის ბოლო წამებში მეცნიერი ბეთჰოვენის "სიამოვნების ოდას" უსმენდა.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
კომენტარები